⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.03.2018)
გაუქმებულია:

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2015
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 766 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2015 მიღება
19.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №18 2015 წლის 24 აპრილი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლების საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის თანდართული დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დაევალოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს თანდართული დებულების გამოქვეყნება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. მუხლი 2🔗. ზოგადი კრიტერიუმები 1. კონკურსს აწყობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. 3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული. 4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში. 5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა; ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა; გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა; დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო). 6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 3🔗. საკონკურსო კომისია 1. კონკურსს ატარებს კომისია, რომელსაც იქმნება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი წევრით (მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და/ან მოწვეული სპეციალისტი ან სხვა მოქალაქე). 3. კომისიას შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი. კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, რომელთაც ირჩევს კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ ისტორიკოსები ან სხვა სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. 5. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას. 6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მოწვეული პირები ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები. 7. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით. 8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 9. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დახურულიც, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს. 11. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. 12. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობებათ კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ. 13. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი. მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსის გამოცხადება ხდება ვანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით. 3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები (ესკიზი, შესაბამისი ბლაზონი); ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა; გ) წარდგენის ვადა; დ) საკონკურსო კომისიის მისამართი. 4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. მუხლი 5🔗. კონკურსის პირობები 1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. 2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქ. N65) წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება. 3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ. 4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის. მუხლი 6🔗. კონკურსის შედეგების დამტკიცება 1. ვანის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს. 2. ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 3. ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 7🔗. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარი. მუხლი 8🔗. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები 1. გამარჯვებული პროექტი გადადის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს. 2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით. მუხლი 9🔗. დამატებითი მოთხოვნები ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე; ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი; გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ვანი “.