1. თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის პროგრამაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი ნორმების დარღვევით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის
კანონი №2169 – ვებგვერდი, 26.04.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5130 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021