თავი XIV — მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
იმ პირის მიერ, რომელიც არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი, –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №169
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება