მუხლი 2281. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თავი XVI — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №976 – სსმI, №4, 17.01.2005წ., მუხ.18
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5471 – სსმ I, №40, 03.12.2007წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-377(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №004719 ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის საფუძველზე. ამავე კოდექსის 2281 მუხლის შესაბამისად, 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ…
საქმე №ბს-510(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
…ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას. ამავე კოდექსის 2281 მუხლის შესაბამისად, 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ…