მუხლი 260. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადება
თავი XXI — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:
1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;
2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;
3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;
4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;
5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-616(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…საქალაქო სასამართლოს 28.12.2018წ. გადაწყვეტილებით მართალია მოპასუხეს - საქართველოს მთავრობას დაეკისრა 13-დან თითოეული ოჯახის საკომპენსაციო თანხით 50000 ლარით უზრუნველყოფა, თუმცა საქალაქო სასამართლოს 28.05.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, 28.12.2018წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ნაცვლად 13 ოჯახისა მიეთითა 11 ოჯახი. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო…
საქმე №ბს-132(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
…განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი იყო ქ. გორი, ა. კ-ის…
…და საქმე ხელახალი შესწავლისათვის უნდა დაბრუნებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე, 2341-ე, 236-ე, 237-ე მე-40, 260-ე, 281-ე მუხლებზე, მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შემთხვევის ადგილზე სრულფასოვნად არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა 2014…
…შემოწმების შედეგების განხილვისას, რის გამოც რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 აგვისტოს ¹222 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “პ” ქვეპუნქტი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა შესაძლებლობას დასკვნისათვის, რომ ი/მ “ი.…
საქმე №ბს-81-66-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2004
…რომელიც სწორედ ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე გამოიცა, არ იყო მტკიცებულების ძალის მქონე, რადგან ოქმი არასათანადო პირის მიმართ იყო შედგენილი, რითაც უხეშადა დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე, 252-ე, 260-ე და 266-ე მუხლების მოთხოვნები. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით ლ. თ.-ის…