კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

1) სხდომის თარიღი და ადგილი;

2) საქმის განმხილველი ორგანოს დასახელება და შემადგენლობა;

3) განსახილველი საქმის შინაარსი;

4) ცნობა საქმის მინაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

5) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;

6) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

7) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივან