1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ კოდექსის 2905 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის გაგზავნისა და აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა ტელეფონის ნომრების, სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნებისა და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის იდენტიფიცირება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

3. ამ კოდექსის 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025