1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6246 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023