1. გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.2