1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, –
გამოიწვევს გაფრთხილებას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №909 – ვებგვერდი, 21.06.2017