საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 23.04.2015
ძალაში შესვლა 23.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/22
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის მეცნიერებათა სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებიდან გამომდინარე,
გამოხატავენ რა სურვილს, განავითარონ ორმხრივი თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში,
დარწმუნებულები იმაში, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები განავითარებენ და განახორციელებენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში მხარე სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მხარეები მიზნად ისახავენ განავითარონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით:
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა;
სამედიცინო განათლება და სამედიცინო კადრების მომზადება;
სპეციალისტების გაცვლა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კონსულტაციების მიზნით, მხარეების ინტერესის სფეროებში;
გამოცდილების გაზიარება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით;
თანამშრომლობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
ინფორმაციის გაცვლა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მათ შორის, იმუნიზაციისა და პანდემიებთან ბრძოლის საკითხებზე;
თანამშრომლობა მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის მიზნით;
კლინიკურ და პროფილაქტიკურ მედიცინაში ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებების გათვალისწინებით;
სამედიცინო სტატისტიკა;
თანამშრომლობის სხვა ურთიერთშეთანხმებული მიმართულებები.
მუხლი 3🔗
მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას სამკურნალო საშუალებების წარმოების სფეროში თითოეული მხარე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების გაფართოებას სამედიცინო (ფარმაცევტულ) სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის, შემდეგში „თანამშრომელ ორგანიზაციებად” წოდებულნი.
თანამშრომელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა განხორციელდება მათ შორის შეთანხმებების საფუძველზე, თითოეული მხარე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
მხარეები შეასრულებენ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებებს კონსულტაციების, სპეციალისტებისა და სამედიცინო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზების, სტატიებისა და მონოგრაფიების პუბლიკაციის, ასევე – სხვა სახის თანამშრომლობის გზით, რომელზედაც მიღწეულ იქნება შეთანხმება.
მუხლი 6🔗
ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი მხარის მიერ კონფიდენციალურად ითვლება, არ მიეწოდება მესამე მხარეებს ამ ინფორმაციის წარმომდგენ მხარესთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.
მუხლი 7🔗
მხარეები აცნობებენ ერთმანეთს დაგეგმილი კონფერენციების, გამოფენების, სასწავლო სემინარებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების შესახებ და ხელს შეუწყობენ მასში მონაწილე სპეციალისტების მიღებას.
თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული მხარეებს შორის, მივლინებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს წარმგზავნი მხარე.
მუხლი 8🔗
ნებისმიერიდ დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 3 წლის განმავლობაში.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად განახლდება მომდევნო სამწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე, შესაბამისი პერიოდის ამოწურვამდე, სულ ცოტა 6 თვით ადრე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
ბელარუსის რესპუბლიკის
ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)