„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 03.06.2014
ძალაში შესვლა 17.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №39/11
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2015
matsne.gov.ge 2,238 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2014 მიღება
17.04.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს                           სახელით                 (ხელმოწერილია შვეიცარიის კონფედერაციის  სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 01.03.2017 შეთანხმება სქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 19.07.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 17.07.2017 „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 19.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, გამოთქვამენ რა,  ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიზნად ისახავენ რა, შეუქმნან და შეუნარჩუნონ ხელსაყრელი პირობები ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აღიარებენ რა, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის საჭიროებას ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, თანხმდებიან რა, რომ აღნიშნული მიზნები შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ჯანდაცვის, უსაფრთხოების, შრომის და გარემოსდაცვით სფეროებში ზოგადი სტანდარტების გამოყენების დაურღვევლად, ადასტურებენ რა, ამ მიმართულებით ინვესტიციების, გარემოსდაცვითი და შრომითი პოლიტიკის მიმართ ურთიერთმხარდაჭერას, კვლავ ადასტურებენ რა, თავიანთ ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართ, საერთაშორისო სამართლით მათ  მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მიზნად ისახავენ რა, წაახალისონ ინვესტორები პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებსა და პრინციპებს, ადასტურებენ რა, თავიანთ ვალდებულებას, თავიდან აიცილონ და ებრძოლონ კორუფციას საერთაშორისო ინვესტიციაში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები ამ შეთანხმების მიზნებისთვის: (1)  ტერმინი „ინვესტორი” თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს: (a)     ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ითვლებიან მის მოქალაქეებად; (b)    იურიდიულ პირებს, კომპანიების, კორპორაციების, ბიზნესასოციაციების და სხვა ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სხვა შესაბამისი ფორმით ორგანიზებულია ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის საფუძველზე, აქვთ საკუთარი ოფისი და ამასთანავე ეწევიან არსებით სამეწარმეო საქმიანობას ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. (c) იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან შექმნილი ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ მათზე ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს (a) ქვეპუნქტში განსაზღვრული ფიზიკური პირები ან (b) ქვეპუნქტში განსაზღვრული იურიდიული პირები. (2)   ტერმინი „ინვესტიცია” ნიშნავს ნებისმიერი სახის მატერიალურ ან არამატერიალურ ქონებას, ინვესტირებულს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ, პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და მოიცავს, კერძოდ: (a)     მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე ნებისმიერ სხვა სანივთო უფლებას, როგორიცაა სერვიტუტი, გირავნობა, ყადაღა, იპოთეკა და უზუფრუქტი; (b)     აქციებს, წილებს ან კომპანიებში მონაწილეობის ნებისმიერ სხვა ფორმას; (c)     ფულის ან ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელების მოთხოვნას, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება, გარდა ფულადი მოთხოვნებისა, რომელიც წარმოშობილია მხოლოდ საქონლისა და მომსახურების გაყიდვის კომერციული კონტრაქტებიდან; (d)     საავტორო უფლებებს, სამრეწველო საკუთრების უფლებებს (როგორიცაა პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები ან მოდელები, სავაჭრო ან მომსახურების ნიშნები, სავაჭრო დასახელებები, წარმოშობის აღნიშვნები) ნოუ-ჰაუს და გუდვილს; და (e)     საჯარო სამართლით გათვალისწინებული კონცესიები, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების მოძიების, მოპოვების ან გამოყენების კონცესიები, ასევე კანონის, კონტრაქტის ან კანონმდებლობის შესაბამისად ხელისუფლების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული ყველა სახის სხვა უფლება. ამ შეთანხმების მიზნებისთვის, ქონება ინვესტიციად განიხილება, იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ინვესტიციისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმები, მათ შორის ისეთი კრიტერიუმების ჩათვლით, როგორიცაა კაპიტალის ან სხვა რესურსების დაბანდებაა, სარგებლის ან მოგების მიღების მოლოდინი და რისკი. (3)    ტერმინი „ამონაგები“ ნიშნავს ინვესტირების შედეგად მიღებულ თანხებს, და კერძოდ მოიცავს მოგებას, პროცენტებს, კაპიტალის გასხვისების შედეგად  მიღებულ ნამეტს,  დივიდენდებს, როიალტის და საზღაურს. (4) ტერმინი „ტერიტორია” ნიშნავს: -    საქართველოსთან მიმართებაში: ტერიტორიას, საერთაშორისოდ აღიარებულს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში, სახმელეთო ტერიტორიის, შიდა წყლებისა და ტერიტორიული ზღვის, მათ ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის, ასევე მიმდებარე ზონის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და ტერიტორიული ზღვის მომიჯნავე კონტინენტური შელფის ჩათვლით, რომელთა მიმართებაშიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. -   შვეიცარიის კონფედერაციასთან მიმართებაში: შვეიცარიის ტერიტორია, როგორც ეს განსაზღვრულია მისი კანონმდებლობით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გამოყენების ფარგლები    წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონმდებლობის შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან მის შემდეგ განხორციელებულ ინვესტიციებზე.  თუმცა ის არ ვრცელდება იმ მოთხოვნებსა ან დავებზე, რომლებიც წარმოიშვნენ შეთანხმების ძალაში შესვლამდე. მუხლი 3🔗 ინვესტიციების ხელშეწყობა და დაშვება (1)  თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია წაახალისოს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები, მათ შორის, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ საინვესტიციო შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით, და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. (2)  თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია ხელი შეუწყოს ინვესტიციასთან დაკავშირებული აუცილებელი ნებართვების გაცემას, სალიცენზიო შეთანხმებებისა და ტექნიკური, კომერციული ან ადმინისტრაციული დახმარების კონტრაქტების განხორციელებისთვის საჭირო ნებართვების ჩათვლით, და ასევე კონსულტანტებისა და ექსპერტების საქმიანობის განხორციელებისთვის სავალდებულო ავტორიზაციას. (3)  ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ, რომ მიუღებელია შესუსტდეს ან შემცირდეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, შრომისა და ეკოლოგიის მიმართულებით არსებული შიდასახელმწიფოებრივი კანონების, რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვის დონე მხოლოდ ინვესტიციების ხელშეწყობის განზრახვით. შესაბამისად, ხელშემკვრელმა მხარემ, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციის წახალისების მიზნით, უარი არ უნდა თქვას ან სხვაგვარადარ უნდა აარიდოს თავი, ან შესთავაზოს უარის თქმა ან სხვაგვარად თავის არიდება ამგვარი კანონების, რეგულაციებისა და სტანდარტებისათვის.   მუხლი 4🔗 ინვესტიციების დაცვა, რეჟიმი (1)    თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს ყოველთვის უნდა მიენიჭოთ სამართლიანი და თანასწორი რეჟიმი და ისინი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უნდა სარგებლობდნენ სრული დაცვითა და უსაფრთხოებით. არცერთი ხელშემკვრელი მხარე უსაფუძვლო ან დისკრიმინაციული ზომით ხელს არ შეუშლის ასეთი ინვესტიციების მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობას, გაფართოებას ან განკარგვას. (2)   თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორთა ინვესტიციებს, ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს, იმის და მიხედვით, თუ რომელია უფრო ხელსაყრელი ამ ინვესტორისთვის. (3)  თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათი ინვესტიციების მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, სარგებლობასთან  ან განკარგვასთან დაკავშირებით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმის და მიხედვით, თუ რომელია უფრო ხელსაყრელი ამ ინვესტორისთვის. (4) თუ ხელშემკვრელი მხარე განსაკუთრებულ უპირატესობებს ანიჭებს ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, ისეთი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეეხება თავისუფალი სავაჭრო ზონის, საბაჟო კავშირის ან საერთო ბაზრის შექმნას ან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ის ვალდებული არ არის ასეთივე უპირატესობები მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსაც. (5) მხარეები აცნობიერებენ, რომ მე-2 და მე-3 პარაგრაფებში აღნიშნული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ ვრცელდება საინვესტიციო დავების მოგვარების მექანიზმებზე, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ან ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ გაფორმებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებაში. მუხლი 5🔗 თავისუფალი ტრანსფერტი (1)  თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც  განხორციელდა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ, ამ ინვესტორებს უზრუნველყოფს აღნიშნულ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხების თავისუფალი ტრანსფერტით დაყოვნების გარეშე, რომელიც მოიცავს, კერძოდ: (a)  ამონაგებს; (b) სესხის დასაფარად გამიზნულ თანხებს; (c)  ინვესტიციების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად გამოყოფილ თანხებს; (d)  როიალტს და სხვა გადახდებს, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის (c), (d) და (e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი უფლებებიდან; (e)  კაპიტალში დამატებით შენატანებს, რომლებიც აუცილებელია ინვესტიციების შენარჩუნების ან განვითარების მიზნით; (f)  შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია ინვესტიციის ნაწილის ან სრული გაყიდვისა ან ლიკვიდაცით, ღირებულების შესაძლო ზრდის ჩათვლით. (2)  გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, დადასტურებულია, რომ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააყოვნოს და/ან დააბრკოლოს ფულადი სახსრების გადარიცხვა სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი ზომების გამოყენებით, რაც დაკავშირებულია ნებისმიერ ფისკალურ ვალდებულებასთან, კრედიტორების უფლებების დაცვასთან ან სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან. მუხლი 6🔗 საკუთრების ჩამორთმევა, კომპენსაცია (1)  არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ გაატარებს, პირდაპირ ან ირიბად, ექსპროპრიაციის, ნაციონალიზაციის ან ეკვივალენტური ხასიათის ან ეფექტის მქონე ზომებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ზომები მიიღება საზოგადოებრივი ინტერესისთვის, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, და სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვითა და ეფექტური და ადეკვატური კომპენსაციის გადახდით. ასეთი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრირებული ინვესტიციის საბაზრო ღირებულებას, უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე, რომელი ქმედებაც უფრო ადრინდელია. საკომპენსაციო თანხის მოცულობა, ნორმალური კომერციული კურსით საპროცენტო განაკვეთის ჩათვლით, გადახდილი უნდა იქნეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში დაყოვნების გარეშე უფლებამოსილი პირის მიმართ მისი ადგილსამოყოფლისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. (2) იმ ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებმა განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ომის ან ნებისმიერი სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, რევოლუციის, საგანგებო მდგომარეობის ან ამბოხების გამო, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიენიჭებათ წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლით გათვალისწინებული რეჟიმი ზიანის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით. მუხლი 7🔗 სუბროგაციის პრინციპი თუ ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მიიღებს თანხას არაკომერციული რისკების დაზღვევის შესახებ სადაზღვევო კონტრაქტის საფუძველზე  დამზღვევისგან, რომელიც შექმნილი ან ორგანიზებულია ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარე აღიარებს ინვესტორის ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის გადაცემას დამზღვევისთვის და დამზღვევის უფლებას სუბროგაციის საფუძველზე გამოიყენოს ასეთი უფლება ან მოთხოვნა ისეთივე მოცულობით, როგორითაც მას იყენებდა უფლების წინა მფლობელი.  მუხლი 8🔗 შეღავათებზე დაცვის გავრცელებაზე უარის თქმა ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვის გავრცელებაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორზე, რომელიც წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის იურიდიულ პირს, და ამ ინვესტორის ინვესტიციებზე, თუ აღნიშნული იურიდიული პირი არსებითად არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და თუ იურიდიულ პირს ფლობენ ან მართავენ არახელშემკვრელი მხარის ან დაცვის გავრცელებაზე უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირები.   მუხლი 9🔗 რეგულირების უფლება (1)   ამ შეთანხმებაში არაფერი არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ხელი შეუშალოს ხელშემკვრელ მხარეს მიიღოს, შეინარჩუნოს ან გაატაროს ამ შეთანხმებასთან თავსებადი ნებისმიერი ზომა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესს, როგორიცაა: ჯანდაცვა, უსაფრთხოება, შრომისა და გარემოსდაცვითი ან სიფრთხილის გონივრული ზომები. (2)   ამგვარი ზომების მიღების, შენარჩუნების ან გატარებისას, მოთხოვნის საგანს წარმოადგენს, რომ ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული თვითნებური ან გაუმართლებელი სახით ან არ წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების შენიღბულ შეზღუდვას. მუხლი 10🔗 დავების მოგვარება ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის (1)  ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავები იმ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელებიც განხორციელებულია ამ უკანასკნელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხსენებული ინვესტორის მიერ და ეფუძნება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სავარაუდო დარღვევას და რომელმაც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს მიაყენა ზარალი ან ზიანი, უნდა მოგვარდეს კონსულტაციების გზით. (2) თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად სადავო საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა კონსულტაციების წერილობითი მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორს შეუძლია დავა გადასცეს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალებს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია, ან საერთაშორისო არბიტრაჟს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ინვესტორს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: (a)    საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კონვენციის საფუძველზე, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ქ. ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს (შემდგომში “ვაშინგტონის კონვენცია”), და; (b)   ad hoc საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც უნდა შეიქმნას გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.   (3) საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ინიცირებულ არბიტრაჟში გამჭვირვალობის შესახებ UNCITRAL-ის წესები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავების მოგვარებაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების ფარგლებში. (4) თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა საინვესტიციო დავა გადაეცეს საერთაშორისო არბიტრაჟს. (5) არცერთი საინვესტიციო დავა არ შეიძლება გადაეცეს განსახილველად საერთაშორისო არბიტრაჟს ამ მუხლის მე-2 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ გასულია ხუთ წელზე მეტი იმ დღიდან, როდესაც ინვესტორმა პირველად შეიტყო, ან უნდა შეეტყო სავარაუდო დარღვევისა და იმ ზარალის ან ზიანის შესახებ, რომელიც მან სავარაუდოდ განიცადა. (6) კომპანია, რომელიც გაერთიანებული ან დაარსებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც დავის წარმოშობამდე აკონტროლებდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, ვაშინგტონის კონვენციის 25 (2) (b) მუხლის შესაბამისად განიხილება, როგორც მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპანია. (7)  დავის მონაწილე ხელშემკვრელმა მხარემ, დავის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე,  დაცვის მიზნით არ უნდა მიუთითოს მის იმუნიტეტზე ან იმ ფაქტზე, რომ ინვესტორს, სადაზღვევო კონტრაქტის საფუძველზე მიღებული აქვს მიყენებული ზიანის მთლიანი ან ნაწილობრივი კომპენსაცია. (8) არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ განიხილავს საერთაშორისო არბიტრაჟისთვის გადაცემულ სადავო საკითხს დიპლომატიური არხების საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე არ ემორჩილება და არ ასრულებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. (9)დავის მონაწილე მხარეებისთვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოო და სამართლებრივად მბოჭავია  და იგი ექვემდებარება აღსრულებას დაუყოვნებლივ, შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა (1)  ამ შეთანხმების დებულებათა ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი დავები გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. (2)  თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას დავის წარმოშობიდან ექვსი თვის განმავლობაში, დავა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, გადაეცემა სამი წევრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო ტრიბუნალს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ეს ორი არბიტრი ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც მესამე სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს.  (3)  თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ ნიშნავს თავის არბიტრს და არ ასრულებს არბიტრის დანიშვნასთან დაკავშირებით მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას ორი თვის ვადაში, არბიტრს, ამ ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, დანიშნავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი. (4) თუ ორივე არბიტრი ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, მათი დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ამ უკანასკნელს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, დანიშნავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი. (5) თუ ამ მუხლის (3) და (4) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია ან ის არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, დანიშვნას განახორციელებს ვიცე-პრეზიდენტი, და თუ ეს უკანასკნელი მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია  ან არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, დანიშვნას განახორციელებს სასამართლოს ყველაზე უფროსი მოსამართლე, რომელიც არ წარმოადგენს არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეს. (6) ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დადგენილი სხვა დებულებების გათვალისწინებით, საარბირტაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესს. იგი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილება სავალდებულოა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აანაზღაურებს საარბიტრაჟო პროცესში ტრიბუნალის საკუთარი წევრისა და მისი წარმომადგენლობის ხარჯებს. თავმჯდომარის და სხვა ხარჯები თანაბრად გადანაწილდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის, თუ ტრიბუნალი სხვაგვარად არ გადაწყვეტს. (7) ტრიბუნალის გადაწყვეტილებები საბოლოო და სამართლებრივად მბოჭავია თითოეული ხელშემკვრელი მხარისთვის. მუხლი 12🔗 სხვა ვალდებულებები (1)   თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებებით ან ხელშემკვრელ მხარეთა შორის საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებული ინვესტიციებისთვის უფრო ხელსაყრელი მოპყრობის რეჟიმი ვიდრე ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმებით, ასეთ დებულებებსა და ვალდებულებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უფრო ხელსაყრელია, ამ შეთანხმებასთან შედარებით ენიჭება უპირატესი ძალა. (2)   თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაიცავს ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც მან აიღო თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებით, თავისი სუვერენული უფლებამოსილების განხორციელებისას და რომელსაც შესაძლოა ინვესტორი დაეყრდნოს ინვესტიციის განხორციელებისა და მოდიფიცირების დროს. მუხლი 13🔗 ცვლილებები და შესწორებები წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა საერთო თანხმობით. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 14🔗 დასკვნითი დებულებები (1)   ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. (2)  ეს შეთანხმება ძალაში შევა პირველი პუნქტის შესაბამისად ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და ძალაში დარჩება ათი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ორწლიანი პერიოდებით, თუ შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს შეთანხმების მოქმედების  შეწყვეტის შესახებ. (3)   ამ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური შეტყობინების შემთხვევაში, იმ ინვესტიციებთან მიმართებით, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის თარიღამდე, 1-11 მუხლების დებულებები ძალაში დარჩება ამ თარიღის შემდგომ კიდევ ათი წლის ვადით.  შესრულებულია ქ.თბილისში, 2014 წლის 3 ივნისს,  ორ დედნად, თითოეული ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბარად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს  სახელით                                                                                                       (ხელმოწერილია) შვეიცარიის კონფედერაციის სახელით (ხელმოწერილია) ოქმი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას  შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას, სრულუფლებიანი ხელმომწერები დამატებით შეთანხმდებიან შემდეგ დებულებებზე. მე-7 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-7 პუნქტზე დამატებით განიმარტება, რომ ეს დებულებები არ იძლევა ინვესტორისთვის კომპენსაციის ორჯერ ანაზღაურების საშუალებას. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტზე დამატებით განიმარტება, რომ იმუნიტეტზე მითითება ნიშნავს იმუნიტეტს იურისდიქციისგან.                      საქართველოს                           სახელით                 (ხელმოწერილია  შვეიცარიის კონფედერაციის  სახელით (ხელმოწერილია)