ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/343 -შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგური’’ -ის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/343
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

     საქმე №2/343

                                          გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

    საქართველოს სახელით

         

       მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 23 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგური’’ (ს/ნ 239867177).

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი : ბიძინა ჩიკვილაძე.

მოთხოვნა -  მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურის’’ (წარმომადენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

   გ ა:

   

2015წლის05 მარტს შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით 6 238,36 ლარი. განმცხადებლის განმარტებით საზოგადოებას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ასევე არ ერიცხება თანხები საბანკო ანგარიშზე და არც სალაროში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურის’’ გაკოტრებას.

     

2015წლის 9 მარტის განჩინებით   შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან   მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

   

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 17 მარტს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

     

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

    

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

     

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგური’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურის’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

 

 

 დ ა:

 

1. შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგური’(ს/ნ 239867177)გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,სენაკის სანაშენე მუშაობისა და ხელოვნური დათესვის სადგურის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                               გენადი მაკარიძე