ტექნიკური რეგლამენტის - „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.04.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №7. შემოტანის პუნქტი Point of entry
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018575
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,548 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2015 მიღება
01.07.2015 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ვექტორი - ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც თავად
არის სხვა მავნე ორგანიზმის გადამტანი
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (3)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
6. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ნომერი:   Phytosanitary certificate number: 7. შემოტანის პუნქტი Point of entry
8. მასალის სამეცნიერო დასახელება          Scientific name(s) of the material 9. მასალის  რაოდენობა Quantity of material
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე სეს ესნ კოდი 87% 15.12.2017 საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 26.01.2015 ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 04.03.2022 აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 01.07.2021 ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 28.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №190 2015 წლის 27 აპრილი ქ.თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  ტექნიკური რეგლამენტი - „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის ცალკე ან შესაბამის მცენარესთან ან/და მცენარეულ პროდუქტთან ერთად საქართველოში შემოტანის, შემოტანის შემდგომ კარანტინში განთავსებისა და კარანტინის მოხსნის პირობებს. მუხლი 2🔗.   წესის მიზანი და გამოყენების  სფერო 1. წესის მიზანია მავნე ორგანიზმის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იმ პირობების დადგენა, რომლებიც სავალდებულოა ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების მიზნით, მავნე ორგანიზმის ცალკე ან შესაბამის მცენარეებთან და მცენარეულ პროდუქტებთან ერთად საქართველოში შემოტანისას.  2. ეს წესი ვრცელდება  ცდის,  სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების მიზნით, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილების №8 დანართით განსაზღვრულ, შემოსატანად აკრძალულ რეგულირებად ობიექტებსა და №10 დანართით განსაზღვრულ საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე და №11 დანართით განსაზღვრულ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე. მუხლი 3🔗.  ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის დადგენილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქმედება - ცდის,  სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების მიზნით  განხორციელებული   ყველა  საქმიანობა; ბ) მასალა - ცდის,  სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების  მიზნით შემოსატანი ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი; გ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი - მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი; დ) თანხმობა - ამ წესის  შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცდის, სამეცნიერო კვლევის ან სელექციური  სამუშაოს მიზნით, მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანაზე თანხმობის დოკუმენტი (დანართი №2); ე) ვექტორი - ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც თავად არის სხვა მავნე ორგანიზმის გადამტანი; ვ) კარანტინი - რეგულირებადი ობიექტის დახურულ პირობებში განთავსება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით; ზ) დაინტერესებული პირი - ქმედების განსახორციელებლად თანხმობის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; თ) დამუშავება - პროცედურა, მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის მიზნით. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით  განსაზღვრული  ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. განაცხადი მასალის საქართველოში შემოტანაზე მასალის საქართველოში შემოტანამდე, დაინტერესებულმა პირმა მასალის საქართველოში შემოტანაზე განაცხადით (დანართი №1) უნდა მიმართოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). მუხლი 5🔗.  მასალის საქართველოში შემოტანის პირობები 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, დაიცვას ამ წესით განსაზღვრული ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოს ჩატარების მიზნისთვის განკუთვნილი მასალის საქართველოში შემოტანის, კარანტინში განთავსების, მასალასთან  მუშაობის უსაფრთხოების   პირობები. 2. კარანტინში  მასალის განთავსება უნდა მოხდეს  მასალის ტიპის, ბიოლოგიის, მავნე ორგანიზმის  გარემოზე გავლენის, გავრცელების საშუალებისა და ქმედების ტიპის  რისკის გათვალისწინებით. 3. სააგენტო განსაზღვრავს მასალის იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ნებადართული ქმედებისათვის და შეესაბამება არსებულ საკარანტინო პირობებს. 4. შენობა-ნაგებობა, აღჭურვილობა, პერსონალის სამეცნიერო-ტექნიკური კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს განსახორციელებელი ქმედების ტიპს. 5. მასალის კარანტინში განთავსებისათვის განკუთვნილი ტერიტორია, შენობა-ნაგებობა და სამუშაო პროცედურები, მასალის ტიპის, ბიოლოგიისა და გამავრცელებელი ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ყველა სხვა მცენარის/მავნე ორგანიზმის მასალა უნდა იქნეს იზოლირებული ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მათი ვეგეტაციის სპეციფიკა; ბ) განსაზღვრულ უნდა იქნეს ქმედებაზე პასუხისმგებელი პირი; გ) ტერიტორიაზე ან საწარმოში შესვლა უნდა ხდებოდეს მხოლოდ  ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვით; დ) შესასრულებელი ქმედებისა  და სამუშაო პროცედურების დაგეგმვა, აღრიცხვა, მავნე ორგანიზმის გავრცელების შემთხვევაში  გასატარებელი პროცედურის ჩათვლით, უნდა წარმოებდეს FAO/IPGRI-ის (მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ინსტიტუტი) მიერ შემუშავებული ტექნიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად; ე) შენობა-ნაგებობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი უსაფრთხოებისა და განგაშის სისტემით; ვ) სისტემატურად უნდა ტარდებოდეს ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმის შემთხვევით შეტანის ან გავრცელების თავიდან აცილების სათანადო კონტროლი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მასალის,  ნარჩენის, წყლისა და ნიადაგის გაუვნებელყოფისა  და უტილიზაციის პროცედურების  კონტროლი; თ) დაცული უნდა იქნეს პერსონალის ჰიგიენის, შენობა-ნაგებობის, მოწყობილობისა და აღჭურვილობის დეზინფექციის პროცედურები;     ი) ქმედება უნდა განხორციელდეს „ორმაგი კარის პრინციპით“ აღჭურვილ  შენობა-ნაგებობაში, სადაც  შენარჩუნებული იქნება ჰაერის უარყოფითი წნევა და თავიდან იქნება აცილებული გამჭოლი ჰაერის ნაკადის არსებობა; კ) მავნე ორგანიზმის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მასალა შენახული უნდა იქნეს ბარიერიან დახურულ კონტეინერში, როგორიც არის წყლის ბარიერი ტკიპებისათვის, დახურული კონტეინერი ნემატოდებისთვის, ელექტროხაფანგები მწერებისთვის; ლ) მასალა შენახული უნდა იქნეს სხვა მასალისაგან იზოლირებულად; მ) გასამრავლებელი მასალა შენახული უნდა იქნეს სამანიპულაციო მოწყობილობის მქონე გასამრავლებელ კონტეინერში; ნ) თავიდან უნდა იქნეს აცილებული მავნე ორგანიზმის შემთხვევითი შეჯვარება ადგილობრივ, ბუნებრივ შტამებთან ან სახეობებთან; ო) თავიდან უნდა იქნეს აცილებული მავნე ორგანიზმის ხანგრძლივი კულტივირება;  პ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მავნე ორგანიზმის გამრავლებისა და რეპროდუქციული საშუალების გავრცელების კონტროლი; ჟ) უნდა არსებობდეს პროცედურები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შემოწმდეს მავნე ორგანიზმის კულტურის სიწმინდე პარაზიტისაგან ან სხვა მავნე ორგანიზმისაგან; რ) უნდა არსებობდეს სათანადო კონტროლის პროგრამები იმ  მასალისათვის, რომელიც უზრუნველყოფს  შესაძლო ვექტორის თავიდან აცილებას; ს) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვექტორით გავრცელებადი მავნე ორგანიზმის გავრცელების შემზღუდავი ღონისძიებები და შენახვის პირობები; ტ) in vitro   ქმედებისათვის  მასალა უნდა განთავსდეს   სტერილურ პირობებში,  ასეპტიკური პროცედურების შესასრულებლად შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიაში;              უ) მცენარეთა სიჯანსაღის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად,  ქმედება  უნდა გადანაწილდეს  სეზონის მიხედვით.  მუხლი 6🔗. თანხმობის გაცემა 1. ცდის, სამეცნიერო კვლევის  ან სელექციური  სამუშაოს  მიზნით, მავნე ორგანიზმების, მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი  ობიექტების საქართველოში შემოტანის  თანხმობის მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის წარმოდგენიდან სააგენტო 20 დღის ვადაში ამოწმებს  ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.   2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის გამოსასწორებლად პირს  ეძლევა გონივრული  ვადა.   3. დადგენილ  ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა არის თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი. 4. შემოწმების ჩატარებისას, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, ჩართოს მოწვეული სპეციალისტები. 5. წარმოდგენილი განაცხადის, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო გასცემს ცდის, სამეცნიერო კვლევის  ან სელექციური  სამუშაოს  მიზნით, მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანაზე თანხმობას (დანართი №2). 6. დაინტერესებულმა პირმა მასალის საქართველოში შემოტანა უნდა განახორციელოს თანხმობის მიღებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 7🔗. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი 1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილების №8 დანართით განსაზღვრულ, შემოსატანად რეგულირებად ობიექტებსა და №10 დანართით განსაზღვრულ საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმებს, საქართველოში  შემოტანისას თან  უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა, ხოლო ამავე დადგენილების     №11 დანართით განსაზღვრულ მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებს, ასევე წარმოშობის ქვეყნის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატიც. 2. მასალის საქართველოში შემოტანისას, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა  სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური. 3. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, თუ გამოვლინდა, რომ დარღვეულია კონტეინერის შეფუთვის მთლიანობა, უნდა მოხდეს მასალის იზოლირება, დამუშავება ან განადგურება. მუხლი 8🔗. სააგენტოს უფლებამოსილება 1. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს  ამ წესით დადგენილი  მოთხოვნების შესრულებაზე. 2. სააგენტოს ზედამხედველობით ხორციელდება მასალაზე კარანტინის    მოხსნა. 3. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას  მასალის დაუყოვნებლივ  განადგურებასა და შესაბამისი განადგურების მეთოდის გამოყენებაზე. მუხლი 9🔗.  კარანტინის მოხსნა    კარანტინში განთავსებულ მასალაზე კარანტინი იხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ის თავისუფალია საკარანტინო მავნე ორგანიზმისაგან და არ შეიცავს გარემოში გავრცელების საფრთხეს. დანართი №1 განაცხადი მასალის საქართველოში შემოტანაზე 1. დაინტერესებული პირის დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები 2. მასალის სამეცნიერო დასახელება, საჭიროების შემთხვევაში, მავნე ორგანიზმების მითითებით 3. მასალის ტიპი 4. მასალის რაოდენობა 5. მასალის წარმომავლობის ადგილი, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით 6. ქმედების ხანგრძლივობა და მიზანი, სამუშაოების მოკლე აღწერისა და სამეცნიერო მიზნებისათვის ცდების ან სელექციური სამუშაოების დეტალების ჩათვლით 7. კარანტინისთვის განკუთვნილი ადგილის მისამართი და აღწერილობა 8. მასალაზე კარანტინის მოხსნის  შემდეგ პირველადი დასაწყობების ან დარგვის ადგილი 9. საჭიროების შემთხვევაში, მასალის განადგურების შემოთავაზებული მეთოდები დანართი №2 სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ცდის, სამეცნიერო კვლევისა  ან სელექციური  სამუშაოს  მიზნით, მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის  თანხმობა LEPL – NATIONAL FOOD AGENCY Endorsement  for the introduction of harmful organism, plant, plant product and other Phytosanitary regulated object for trial or scientific purposes and for work on varietal selections №_____ 1. გამომგზავნის დასახელება და მისამართი, წარმოშობის ქვეყნის მცენარეთა დაცვის  ორგანიზაციის დასახელება და მისამართი Name and address of consignor/plant protection organization  of the country origin ცდის, სამეცნიერო  ან სელექციური  სამუშაოს  მიზნით, მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ობიექტის  (მასალის)  შემოტანის  თანხმობა №________ (გაცემულია 2008/61/EC შესაბამისად) Endorsement №________for the introduction of harmful organism, plant, plant product and other Phytosanitary regulated object for trial of scientific purposes and work on varietal selections (issued under Directive 2008/61/EC) 2. ქმედებაზე პასუხისმგებელი პირის  სახელი/დასახელება  და მისამართი Name and address of person responsible for approved activities 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის №6 Ministry of Agriculture of Georgia, LEPL National Food Agency, 6, Marshal Gelovani Ave.,0159, Tbilisi, Georgia 4. კარანტინში განთავსებისათვის განკუთვნილი ადგილის მისამართი და აღწერილობა Address and description of the specific site for quarantine containment. 5 წარმოშობის ადგილი (დოკუმენტური მტკიცებულება) Place of origin (documentary evidence) 6. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ნომერი: Phytosanitary certificate number: 7. შემოტანის პუნქტი Point of entry 8. მასალის სამეცნიერო დასახელება          Scientific name(s) of the material 9. მასალის  რაოდენობა Quantity of material 10. მასალის ტიპი      Type of material 11. დამატებითი დეკლარაცია   (მასალა შემოტანილია 2008/61 დირექტივის შესაბამისად) Additional declaration       This material is introduced under Directive 2008/61 EC 12. დამატებითი ინფორმაცია       Additional information 13. მასალის წარმოშობის ქვეყნის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის თანხმობა თანხმობის გაცემის ადგილი: თარიღი: უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა Endorsement by the responsible official body of the Country of origin of the material. Place of endorsement: Date: Name and signature of authorised officer 14. სსიპ - სურსათის ეროვნული  სააგენტოს ბეჭედი გაცემის ადგილი: თარიღი: უფლებამოსილი პირის სახელი და ხელმოწერა Stamp of the National Food Agency Place of issue: Date: Name and signature of authorised officer