„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№126
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016753
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №126

2015 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის VII კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 კარი:
,,კარი VII1

 

მუხლი 1111. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 68-ე-72-ე ნაწილებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით:

ა) უეფას მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:

ა.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად;

ა.ბ) ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ა.გ) მონაცემები მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ;

ა.დ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

ბ) უეფას ფილიალის მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

გ) დანიშნული პირის მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება დანიშნული პირების შესახებ ინფორმაცია. ამასთან:

გ.ა) თუ დანიშნული პირი არის ფიზიკური პირი, წარმოდგენილ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს:

გ.ა.ა) განცხადება, №I-01 დანართის შესაბამისად;

გ.ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

გ.ბ) თუ დანიშნული პირი არის იურიდიული პირი, ინფორმაციას თან უნდა დაერთოს:

გ.ბ.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად;

გ.ბ.ბ) ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ.ბ.გ) მონაცემები მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ;

გ.ბ.დ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა“ - ,,გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული პირი უკვე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.

3. შემოსავლების სამსახური უეფასთვის ან/და დანიშნული პირისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას და უეფას ღონისძიებების ფარგლებში შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შესაბამისი მონაცემების შეტანას უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებიდან 10 დღეში. უეფას ფილიალის ან/და საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი დანიშნული პირის შესახებ შესაბამისი მონაცემები რეესტრში შეიტანება მომართვიდან 10 დღეში.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 68-ე-71-ე ნაწილებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა ხორციელდება საერთო წესით.

5. დანიშნულ პირთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში უეფა ან მისი ფილიალი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამდე აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

6. უეფას, მისი ფილიალის ან/და დანიშნული პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის (დღგ-ისგან გათავისუფლების) მიზნით სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, უეფას, მისი ფილიალის ან/და დანიშნული პირის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილ იქნა დღგ (18%), მათ უფლება აქვთ დაიბრუნონ დღგ-ის თანხა.

8. შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება უეფას ღონისძიებების ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.

9. უეფას ღონისძიებების ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ №VII1-01 დანართის შესაბამისად.

10. საგადასახადო ორგანო განიხილავს შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განმცხდებელს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

11. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილი იქნეს განმეორებით.

13. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“.

 


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2015.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №126. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.016753.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №126, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016753 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2823604/