,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-63 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24/12/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016071) ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-39 |
|
2015 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი;“
2. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) მიიღოს ექსპლუატაციაში მშენებლობადამთავრებული შენობა – ნაგებობები, მიიღოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშები;
3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ვ1). კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაცემული სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება და ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.
4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო – ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს; უზრუნველყოფს: დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, წარმოდგენილი მშენებლობადამთავრებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების მიზნით წარმოდგენილი ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების ან შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას; კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდაღვევის საქმისწარმოებას.“.
|