აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010170000.32.061.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2015
matsne.gov.ge 765 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სამუშაო - დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის ხ
არისხობრივი და თვისებრივი განახლების, დეფექტების აღმოფხვრის, გაუმჯობესების მიზნით, მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად ჩატარებული 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების  სამუშაო.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 98% 21.01.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 28.02.2019 ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 89% 08.08.2019 საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 22.09.2020 პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 17.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №15 2015 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის 2.4 პუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს, თანდართული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი  სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი“. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ (კ. კუჭუხიძე) ყოველკვარტალურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                          ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესსა და პირობებს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა  (შემდგომში - წარმომადგენლობა) - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა. ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით წარმომადგენლობაში შექმნილი კომისია. გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი - სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის-დევნილთათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული  საცხოვრებელი ობიექტი.  დ) მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სამუშაო - დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების, დეფექტების აღმოფხვრის, გაუმჯობესების მიზნით, მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად ჩატარებული 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების  სამუშაო. მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობები  1. მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სამუშაოს ჩატარების თხოვნით, კომისიას განცხადებით მიმართავს დევნილთა ჩასახლების ობიექტის წარმომადგენელი ან ჩასახლებაში მაცხოვრებელი დევნილები. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 2. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის წევრი/წევრები გადის ობიექტზე, აწარმოებს ობიექტის დათვალიერებას, რის საფუძველზეც ადგენს დეფექტურ აქტს ობიექტის მდგომარეობისა და სავარაუდო ღირებულების შესახებ. 3. ობიექტის დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის აღწერის შემდგომ,  კომისიის მიერ ხდება შეგროვებული მასალის შესწავლა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ობიექტში მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სამუშაოს ჩატარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.  4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოკვლეულ მასალებთან ერთად წარედგინება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგენილ ობიექტში მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის  სარემონტო სამუშაოს ჩატარების ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას. 5. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ ობიექტის მცირეფასიანი  და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება სამუშაოს შემსრულებლის მოძიება და მასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. 6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ კომისია გადის აღნიშნულ ობიექტზე, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს შემოწმებას, რის შემდეგაც მხარეებს შორის ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტი, რომელიც წარედგინება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა საჭირო  დოკუმენტებთან ერთად. მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, საცხოვრებელი ობიექტის მდგომარეობის შესწავლის (დეფექტური აქტის შედგენის) პროცესში ჩართვის (სპეციალისტის გამოყოფის) თხოვნით, წერილობით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტს. 3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 4. კომისიის სხდომები იმართება ყოველი სამუშაო კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათ დღეს, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. კომისიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა   კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.