ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2015
ძალის დაკარგვა 04.01.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №ორგანიზაციული კოდი
სარეგისტრაციო კოდი მხარჯავი სუბიექტის პროგრამისა და ღონისძიების დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,133 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2015 მიღება
04.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ორგანიზაციული კოდი მხარჯავი სუბიექტის პროგრამისა და ღონისძიების დასახელება
წლიური თანხა მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2015 წლის 30 აპრილი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5  დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი №1 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში - „წესი“) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და „ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2008 წლის 27 მაისის №56 ბრძანების საფუძველზე; 2. წესი განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის (შემდგომში - „ადგილობრივი ბიუჯეტი“) დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი სუბიექტებისთვის  (შემდგომში - „მხარჯავი სუბიექტი“) ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის, აგრეთვე, ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის (შემდგომში - „ადგილობრივი ბიუჯეტი“) დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი სუბიექტებისთვის  (შემდგომში - „მხარჯავი სუბიექტი“) ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში ასიგნებების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - „გამგებელი“) ბრძანებით. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება (გარდა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის თანხებისა) არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს. 5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. გამგებელი უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის, ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესი. 7. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ან ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე, გამგებელი საკრებულოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ასიგნებების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. 8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წლიური საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერა დგება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - „გამგეობა“) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ და საკრებულოსთან შეთანხმების შემდგომ მტკიცდება გამგებლის ბრძანებით. 9. ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შეიძლება განხორციელდეს კვარტალური გადანაწილება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი პროცედურებით და  მტკიცდება გამგებლის ბრძანებით. მუხლი 3🔗. ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. მოთხოვნა მხარჯავი სუბიექტებისთვის წლიური ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე წერილობითი სახით წარედგინება გამგებელს იმ მხარჯავი სუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები. ადგილობრივი ბიუჯეტით გამგეობისთვის გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნას წერილობითი ფორმით წარადგენს გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის კომპეტენციასაც მიეკუთვნება შესაბამისი ხარჯების გაწევისთვის წინადადებების მომზადება. 2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი სუბიექტების მიერ წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია ასიგნებების გადანაწილების აუცილებლობაზე, ასევე - შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მხარჯავმა სუბიექტმა, ასიგნებების გადანაწილების შესახებ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამგებლისგან პასუხის მიღებამდე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 4. წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას განიხილავს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური  და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადების მომზადებამდე, ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით მოთხოვნას წინასწარ განიხილავს გამგეობის შესაბამისი სამსახური (სამსახურები) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება დადებითი, ან უარყოფითი მოსაზრება ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. 6. ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს მხარჯავი სუბიექტებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნებების ან/და პრიორიტეტის ფარგლებში თანხის პროგრამებს, ქვეპროგრამებს ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების თაობაზე. 7. გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდგომ, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების მიზნით, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 8. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა პროგრამებს, ქვეპროგრამებსა ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შემთხვევაში, წლიური ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით“ (დანართი 2). ცვლილების ცნობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ სუბიექტს. 9. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საბიუჯეტო სახსრები გამოიყო რომელიმე მხარჯავი სუბიექტების დამატებით დასაფინანსებლად, შესაბამისი თანხით მცირდება ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ან/და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა და იზრდება წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული გასაცემლები. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში, გეგმის ცვლილების ცნობის საფუძველზე მხარჯავი სუბიექტის დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 4🔗. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს საკრებულოს დადგენილების ან გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და გამგებლის მიერ დამტკიცებულ განწერაში ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით. მუხლი 5🔗. გამგებლის ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისას 1. ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში საკრებულოს წარედგინება გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა. 2. გამგებლის ბრძანებით ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახვის მიზნით ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასასრულისა უნდა წარედგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით. 3. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შემთხვევაში, გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შედეგად გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება და ვალდებულია, ერთი თვის ვადაში ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროქტთან ერთად საკრებულოში წარადგინოს პროექტი ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 4. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემები უნდა იქნეს ასახული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და გამგებლის ანგარიშებში. დანართი №2 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა № --- 20__   წლის   __   _________ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მხარჯავი სუბიექტის  დასახელება, ორგანიზაციული კოდი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ცვლილების საფუძველი (გამგებლის ბრძანება), თარიღი, ნომერი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების შინაარსი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ორგანიზაციული კოდი მხარჯავი სუბიექტის პროგრამისა და ღონისძიების დასახელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება ცვლილება (+ზრდა/-კლება) (ლარებში) წლიური თანხა მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV სულ ჯამი  1. დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება 2. ადგილობრივი ბიუჯეტის  სარეზერვო ფონდი 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი  ვალდებულების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  -----------------------------------------                                                                                                                          (ხელმოწერა) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი                                   -------------------------------------------                                                                                                                         (ხელმოწერა)