ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2015
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2015
matsne.gov.ge 505 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭებისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.09.2024 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 16.03.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.06.2017 ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 07.08.2025 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 17.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ          ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №17 2015 წლის 28 აპრილი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესი დანართების  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი 1 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესი მუხლი 1🔗 1. ამ წესით განისაზღვრება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების საფუძვლები და წესი. 2. საპატიო წოდებებია: ა) საპატიო ნინოწმინდელი; ბ)ნინოწმინდის საპატიო მოქალაქე: გ)დამსახურებული მოღვაწე. მუხლი 2🔗 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდება მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წინაშე; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. მუხლი 3🔗 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს: ა) საქართველოს პარლამენტის წევრს –ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს. ბ) სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს; გ)ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ  1⁄3-ს; დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს; ზ) შვიდი ან მეტი სუბიექტისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა). მუხლი 4🔗 ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის - ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე თარგმანით, რომლის სისწორეც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით); ბ) 2 ფოტოსურათი ზომით 3×4; გ) წერილობითი თანხმობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ. მუხლი 5🔗 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს. მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს გამგებელს. 2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ. 3. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის  ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 4.საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. 5. საპატიო წოდების მიმღებს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდება იმ შემთხვევაში,თუ მან ჩაიდინა: ა) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება; გ) ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს. 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 7🔗 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცებას  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დანართი 2 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი Ninotsminda Municipality მ ო წ მ ო ბ ა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ  (ქალბატონ) _____________________________________________   სახელი, გვარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.... წლის _______№       ბრძანებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  გამგებელი: ___________________ ,,___’’ _______20..... წ.