აღსრულების ეროვნული ბიურო- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1200 შპს "ქობულეთის ვენდისპანსერი"-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1200                               

 საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 

2015 წლის 21 აპრილი

  . ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გენადი მკარიძე

სხდომის მდივანი - ნოდარ გიორგიძე

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველის  – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიხეილ ლომთაძის,  კრედიტორის: სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის, მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის ნათია სახოკიას საბოლოო ანგარიში (მოხსენება) შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და   

                 

:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაიხსნა შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. კრედიტორთა კრებებზე განხილული იქნა კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები და დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი.

2015 წლის 8 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ნათია სახოკიამ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 7935 ლარი, ხოლო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ 4296,75 ლარი, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი 655,44 ლარის ოდენობით გადარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურში. ვინაიდან დარჩელი თანხით შესაძლებელი იყო მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც წინ უსწრებდა კრედიტორ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას რიგითობის შესაბამისად, ამიტომ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა და თანხა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეალიზებულია შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ სამეურვეო ქონება და ამონაგები თანხა განაწილებულია წინამდებარე ანგარიშის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ რეგისტრაციის გაუქმებას სამეწარმეო რეესტრში და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებულად გამოცხადებას.

2015 წლის 21 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მადონა გეწაძემ წარმოადგინა დავების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 17 აპრილის №21-04/38650 წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახური არ არის წინააღმდეგი დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ მიმართ.

სასამართლომ შეამოწმა    შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა  კრედიტორებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’  მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა  გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

       

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 შესახებ.

აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონების რეალიზაციით შემოსული თანხა განაწილებულია, მოვალის სხვა რაიმე ქონება ვერ იქნა მოძიებული და გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

:

 

1. შპს ,,ქობულეთის ვენდისპასნერის’’ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ (ს/ნ 246956030), იურიდიული მისამართი: ქობულეთის რაიონი, პოპოვის ქ. №16, გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ (ს/ნ 246956030) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 

მოსამართლე                                                          გენადი მაკარიძე