„საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის N01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-96
სარეგისტრაციო კოდი
010120000.22.030.016132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-96

2015 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. ,,საქართველოში ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №01-19 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.

დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2015 წლის 1 აგვისტომდე.“.

ბ) მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.

ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 აგვისტომდე.

მუხლი 5.

ამ ბრძანებით დამტკიცებული ვიზის ბლანკი  ძალაშია 2015 წლის 1 აგვისტოდან.

მუხლი 6.

ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა