საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №772
2015 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის („უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 02.04.2015 №25333)) შემადგენელი კანონპროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“ მიღებულია 17.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №772. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019042.
- სად არის „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“, №772, 17.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019042 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2824955/