📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2015
ძალის დაკარგვა 18.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,297 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2015 მიღება
18.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 პუნქტუალობა/დისციპლინა
2 შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე
3 დავალების შესრულების ხარისხი
4 დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება
5 დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
6 გუნდურად მუშაობის კულტურა
7 პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
8 ტექნიკური უნარ-ჩვევები
9 ინიციატივის გამოვლენა
10 კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მინისტრი
სქესი: ☐ მამრობითი
საკონტაქტო ნომრები: მობილური:
ოჯახური მდგომარეობა: ☐ დაოჯახებული ☐ დასაოჯახებელი   ☐ ქვრივი                ☐ განქორწინებული
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ☐ პირადობის მოწმობა     ☐ ID ბარათი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-107 2015 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის  №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის  წესი. მუხლი 2🔗 დაევალოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს,  რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო, სტაჟირების გავლის წესის შემუშავება და სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პერიოდული ანგარიშის წარმოდგენა.        მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 27 სექტემბრის №2-185 ბრძანება. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 3. სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივების გამოვლენისათვის საჭირო პირობებს და აძლევს დასაქმების შესაძლებლობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ამ წესით  რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე; ბ) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) სტაჟიორობის კანდიდატი - პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში; დ) დაწესებულება - სამინისტროს ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები; ე) სტაჟირების ხელმძღვანელი - პირი, რომელიც უშუალო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში. მუხლი 3🔗. სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი 1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი განათლების მქონე ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. 2. სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც  წარედგინება სამინისტროს. 3. სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს დაწესებულება. 4. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი თვიდან 6 თვემდე ვადით. 5. სტაჟიორად პირის მიღება ხდება კონკურსის წესით (გასაუბრება/ტესტირება) თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 6. დაწესებულებაში სტაჟიორთა კონკურსთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს სტაჟიორთა შერჩევის მიზნით  შექმნილი საკონკურსო კომისია ან/და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით. 7. სტაჟირების წარმატებულმა კანდიდატმა სტაჟირების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) CV/რეზიუმე; ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლიგიური  შემოწმების შესახებ; ზ) 2 ფოტო სურათი 3/4-ზე და ერთი - CD ფორმატზე ჩაწერილი. 8. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად მიღების და სტაჟირების ვადის შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. მუხლი 4🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიღების შემდეგ სტაჟიორს ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი. სტაჟიორს ხელმძღვანელის თანხმობით უფლება აქვს: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვ.); ბ) დაესწროს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში  მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში; გ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა როგორც სტაჟირების პერიოდში, ისე სტაჟირების დასრულების შემდგომ; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; გ) დაიცვას დაწესებულების შინაგანაწესი; დ) შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის ცალკეული დავალებები, რომელიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობიდან; ე) წინასწარ ცნობილი მიზეზებით დაწესებულებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორი ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს ხელმძღვანელს განცხადება დაწესებულებაში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ. მუხლი 5🔗. დაწესებულების  უფლება-მოვალეობები 1. დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობას, აწვდის სასწავლო თემატიკას და აძლევს სხვადასხვა დავალებებს. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს მას დროული და სწორი ინფორმაცია. 4. დაწესებულებაში სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სტაჟიორს  სტაჟირების პერიოდი ჩაუთვალოს  სამუშაო სტაჟში. მუხლი 6🔗. სტაჟირების შეწყვეტა სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ) საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა; ე) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. მუხლი 7🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ ხდება სტაჟიორის შეფასება დანართი №2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო ქულა განისაზღვრება არანაკლებ 3 ქულით; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო ქულა განისაზღვრება 3-ზე დაბალი ქულით. 2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი №1 სააპლიკაციო ფორმა სააპლიკაციო ფორმა ფოტო პერსონალური მონაცემები გვარი, სახელი, მამის სახელი დაბადების თარიღი: (რიცხვი, თვე, წელი) დაბადების ადგილი: სქესი: ☐ მამრობითი ☐    მდედრობითი რეგისტრაციის მისამართი: ფაქტობრივი მისამართი: თუ შეცვლილი გაქვთ გვარი, სახელი, მამის სახელი - გთხოვთ, მიუთითეთ. საკონტაქტო ნომრები: მობილური: სახლი: ოჯახური მდგომარეობა: ☐ დაოჯახებული ☐ დასაოჯახებელი ☐ ქვრივი                ☐ განქორწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ☐ პირადობის მოწმობა     ☐ ID ბარათი დოკუმენტის სერია და N პირადი ნომერი: მოქმედების ვადა: (რიცხვი, თვე, წელი) ____/_____/_______ ვის მიერ არის გაცემული: გაქვთ თუ არა მართვის მოწმობა? დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ კატეგორია. ☐ დიახ                                         ☐ არა ☐ A                    ☐ B                    ☐ C                     ☐ D განათლება საშუალო სკოლა, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ტექნიკუმი, კოლეჯი საშუალო სკოლა (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, დაბა და სკოლის №) დაწყება: ____/____/___ დასრულება:____/___/___ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი და სასწავლებლის სახელწოდება) დაწყება: ___/___/___ დასრულება:____/____/___ კოლეჯი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი და სასწავლებლის სახელწოდება) დაწყება: ____/___/___ დასრულება:____/____/___ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უმაღლესი სასწავლებლის დასახელება (ქვეყანა, ქალაქი, მუნიციპალიტეტი) ფაკულტეტი სპეციალობა სწავლის პერიოდი: (რიცხვი, თვე, წელი)  საიდან:______________ სადამდე: _______________ მიღებული ხარისხი: ☐ ბაკალავრი       ☐ მაგისტრი       ☐ დოქტორი უცხო ენები (ცოდნის დონე შეაფასეთ შესაბამისი ქულით: 1- დაწყებითი, 2 - საშუალო, 3 - კარგი, 4 - ძალიან კარგი) უცხო ენა წერა კითხვა საუბარი მოსმენა კომპიუტერული პროგრამები (მონიშნეთ ცოდნის შესაბამისი დონე) პროგრამის დასახელება დაწყებითი საშუალო კარგი ძალიან კარგი ტრენინგების/კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ტრენინგის დასახელება ტრენინგის გავლის ადგილი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი სამუშაო გამოცდილება (მიუთითეთ ბოლო 2 სამუშაო ადგილი, მათ შორის მოხალისედ მუშაობა, სტაჟირება, დროებითი სამუშაო. დაიწყეთ უკანასკნელი  სამუშაო ადგილიდან) № დაწესებულების/ორგანიზაციის დასახელება დაწყების თარიღი დასრულების თარიღი დაკავებული თანამდებობა წამოსვლის მიზეზი 1 2 3 სამუშაო გამოცდილებისას შეძენილი პრაქტიკული ცოდნა/კომპეტენციები:   ინტერესთა სფერო/ჰობი/განსაკუთრებული ნიჭი სამხედრო სამსახური გავლილი გაქვთ თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური ☐ დიახ                            ☐ არა დადებითი პასუხი შემთხვევაში მიუთითეთ ჯარის სახეობა, სამხედრო ნაწილი №/თანამდებობა და სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი (ქალაქი) დაწყების და დასრულების თარიღები წოდება დემობილიზაციისას დემობილიზაციის საფუძველი რეკომენდაციები (პიროვნება ვინც გაგიწიათ რეკომენდაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტაჟირების გასავლელად) გვარი, სახელი სამუშაო ადგილი თანამდებობა საკონტაქტო ნომერი ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ   (მეუღლე, შვილი, მამა, დედა, ძმა, და) ნათესაური გვარი, სახელი, მამის დაბადების სამუშაო ადგილი, საკონტაქტო კავშირი სახელი თარიღი და თანამდებობა/სასწავლებლის ნომერი მისამართი დასახელება მე,_______________________________________________________ ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესს, სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებას. ამასთანავე, განმემარტა, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, დაფარვის ან/და ცრუ ინფორმაციის მითითების შემთხვევაში და ჩემი სტაჟირებაზე დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვევს სტაჟირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.           ვალდებულებას ვიღებ, ანკეტაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში ვაცნობო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რათა შესაბამისი ცვლილება შეტანილ იქნეს ჩემს პირად საქმეში.                    შევსების თარიღი:                                                                         პირადი ხელმოწერა  „----------“ -------------------------- 20        წელი                                                                                      დანართი №2 სტაჟიორის შეფასების ფორმა სტაჟიორის სახელი/გვარი: სტრუქტურული ქვედანაყოფი სადაც გაიარა სტაჟირება: სტაჟიორის ხელმძღვანელი: (სახელი, გვარი, თანამდებობა) შეფასების პერიოდი: № შეფასები კრიტერიუმები მიუღებელი (1) საშუალო (2) კარგი (3) ძალიან კარგი (4) 1 პუნქტუალობა/დისციპლინა 2 შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე 3 დავალების შესრულების ხარისხი 4 დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება 5 დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 6 გუნდურად მუშაობის კულტურა 7 პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 8 ტექნიკური უნარ-ჩვევები 9 ინიციატივის გამოვლენა 10 კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით: სტაჟიორის ხელმძღვანელის ხელმოწერა: _______________________________________ შევსების თარიღი: (რიცხვი/თვე/წელი) ____/_____/20____წ.