ფიზიკური პირ ლევან ხოზრევანიძისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 20.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №831
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „გაზკოსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ საქართველოს ტყის კოდექსი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ფიზიკური პირ ლევან ხოზრევანიძისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №831
2015
წლის 20
აპრილი
ქ.
თბილისი
ფიზიკური პირ ლევან ხოზრევანიძისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 274
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო დამხმარე გზის რეაბილიტაციის მიზნით, სსიპ − აჭარის
სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოს კვარტალ №23-ში მდებარე 2,66 ჰა მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა ფიზიკურ პირს –
ლევან ხოზრევანიძეს (პ/ნ 61001005480) (შემდგომში – ტყითმოსარგებლე) განესაზღვროს 2018 წლის 23 სექტემბრამდე.
2. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განახორციელოს ხე-მცენარეების მოჭრა, გარდა „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობებისა.
3. ტყითმოსარგებლე ვალდებულია, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, განახორციელოს
სსიპ − აჭარის
სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოს მე-4 სამცველოს კვარტალ №26-ში მდებარე 2,66 ჰა ფართობის შეღობვა/გაწმენდა/აჩიჩქვნა და სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, ტყის კულტურების გაშენება
და მოვლა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრი
ი. ღარიბაშვილი