წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2015
ძალაში შესვლა 01.05.2015
ძალის დაკარგვა 30.08.2023
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.104.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 311 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2015 მიღება
01.05.2015 ძალაში შესვლა
30.08.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გონერ კვარაცხელია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2015 წლის 29 აპრილი ქ.წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა. მუხლი 2🔗 დადგენილება   ამოქმედდეს  2015  წლის 1 მაისიდან.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგონერ კვარაცხელია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა მუხლი 1🔗. მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ასანაზღაურებელი ხარჯები საკრებულოს წევრებს მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები: ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ე მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლებთან ურთიერთობა; გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა; დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება. მუხლი 2🔗. ასანაზღაურებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა   საკრებულოს წევრების მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. მუხლი 3🔗. ხარჯების ანაზღაურება 1. ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 20 (ოცი) ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. ასანაზღაურებელი  ხარჯების დარიცხვა საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.