„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2015 წლის 29 აპრილი ქ. წალენჯიხა |
„მუხლი 291. შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი
შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსს გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).
მუხლი 292. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).
მუხლი 471. ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში
ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 45-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).
მუხლი 691. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა დამატებით მოეთხოვება:
ა) როგორც წესი, უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).“.
|