სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№886
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №886

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში გადაეცეთ, ამავე დანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული მოძრავი ქონება, ამავე დანართით განსაზღვრული, საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს, საპრივატიზებო თანხის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი