"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის #22 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2015 წლის 30 აპრილი დაბა ხულო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ" ქვეპუნქტი:
„ე.კ) ითანხმებს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების პარტნიორ(ებ)ის (დამფუძნებლის) უფლებამოსილებას; როგორც დამფუძნებელი პარტნიორი ღებულობს გადაწყვეტილებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დირექტორების დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებას და ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;“.
|