ს.ს."ენერგოკავშირი" -ის განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
განცხადება
ს/ს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე 2015 წლის 21 მაისს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე, ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ, მე-5 კორპ.
დღის წესრიგი:
1. 2014 წლის წლიური ანგარიში;
2. 2014 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;
3. 2014 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;
4. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
5. აუდიტორის არჩევა.
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს ,,ენერგოკავშირის” ოფისში.
დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველო ორგანოში 2015 წლის 11 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ ს/ს ,,კავკასრეესტრში” მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის. № 74ა, მე-2 სართ. ტ: 2 22-07-49
გენერალური დირექტორი ვაჟა მაისურაძე