დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 01.05.2015
ძალის დაკარგვა 07.04.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 200140130.35.152.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2026
- დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2024
- დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.03.2023
- დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2021
- დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.03.2019
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2015 წლის 1 მაისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის N784 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის საფუძველზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) 1(ერთი) კვ.მ მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით Cn=Img* ItI* C*K, სადაც:
ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) Img არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე ქ. დუშეთისათვის უდრის 0,35;
გ) ItI არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს.
მუხლი 2🔗
1. ქ. დუშეთის ზონირება არ განხორციელდეს და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის დადგენის მიზნით განისაზღვროს ერთი მთელით (ItI=1,0).
2. ქ. დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს 80-ით (K= 80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს.
3. დ. ჟინვალში და დ. ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს.
4.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 2,02 (ორი მთელი ორი მეასედი) ლარს.
5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1, 68 (ერთი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარს.
6.დუშეთის მუნიციპლიეტეის ტერიტორიაზე, დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასები.
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ორმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 13, 44 (ცამეტი მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 ოქტომბრის N52 დადგენილება ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (Matsne.gov.ge, 07/11/2013, 200140130.35.152.016158).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი