⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.05.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010340010.35.152.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
matsne.gov.ge 417 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2015 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2015 წლის 1 მაისი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი დანართი N1 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. 2.     ამ წესის მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, ასევე პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; 3. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2015 წლის 31 დეკემბერი. მუხლი 2🔗 1. დახმარების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 22 ლარს თითოეული სტუდენტისათვის;   2. სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, გარდა ივლისის, აგვისტოს და თებერვლის თვეებისა; მუხლი 3🔗 1. დახმარების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა სიას ადგენს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი;  2. სიის განახლება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთხელ მაინც ყოველ სასწავლო სემესტრში;  3. დახმარების პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება დაფინანსების პერიოდში სწავლის ფაქტი (ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ა.შ.) და დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი; მუხლი 4🔗 1. სტუდენტების დაფინანსება უნდა მოხდეს დამტკიცებული სიის მიხედვით, შემდეგი წესით: ა) დაფინანსების პერიოდის პირველი თვის დასაწყისში გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ოდენობის თანხის ჩარიცხვა სპეციალურ სამგზავრო ბარათზე; ბ) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში გამგეობა უზრუნველყოფს სტუდენტის სამგზავრო ბარათის შევსებას მე-2 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე; გ) დაფინანსების პერიოდის დასრულებისათვის სამგზავრო ბარათზე დარჩენილი ნაშთი დაუბრუნდება დუშეთის მუნიციპალიტეტს. 2. სტუდენტის სამგზავრო ბარათით შესაძლებელია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებით  მგზავრობის ღირებულების გადახდა, რომელშიც დამონტაჟებულია სპეციალური ტერმინალი; 3. დაუშვებელია სტუდენტის სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანა ან ბარათის გამოყენება სხვა მიზნით; 4.სტუდენტის მიერ სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანის ან ბარათის სხვა მიზნით გამოყენების შემთხვევაში გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე; მუხლი 5🔗 წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.