ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2015
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.105.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 706 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2015 მიღება
12.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2015 წლის 1 მაისი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება ადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის (შემდგომში ,,ვებგვერდი“) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.zugdidimunicipality.gov.ge. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ)ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგებლისათვის ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.  მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.  4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;  ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;  ვ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.  5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივად განახლებადი; ბ) ყოველკვირეული; გ) ყოველთვიური. მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის  მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე გამგეობის საზოგადოებასთან, ურთიერთობის  განყოფილება. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.  ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ. გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ. დ) ფორს-მაჟორის დროს საჭიროებისამებრ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება გამგებლის  გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა 1.  ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია: ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები); ბ) მუნიციპალიტეტი; გ) თვითმმართველობა; დ) საჭირო ინფორმაცია; ე) კონტაქტი.  მუხლი 6🔗. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა 1. ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი; ბ) სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა); გ) ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით); დ) ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები); ე) ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები); ვ) ინფრასტრუქტურა; ზ) კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები); თ) განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები); ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დახმარების სადგურები, აფთიაქები); 2. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) გამგეობა ა.ა) გამგებელი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი); ა.ბ) მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი); ა.გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების  ხელმძღვანელები და მისი  თამამშრომლები (პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი). ა.თ) ანგარიში. ბ) სამართლებრივი აქტები: ბ.ა) კანონმდებლობა (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები; ბ.ბ) დადგენილებები; ბ.გ) საკრებულოს განკარგულებები; ბ.დ) ვაკანსიები. გ) ბიუჯეტი; დ) მუნიციპალური პროგრამები; ე) აუქციონები და კონკურსები: 3. საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები. 4. კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობის ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1.  ვებგვერდის დებულებას გამგებლის  წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.