„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №18

2015 წლის 1 მაისი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის  №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,17/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016184) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების დანართი №1-ის  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის აპარატი (სამდივნო) (შემდგომში-აპარატი).

2. აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების და ეფექტური წარმართვის მიზნით:

ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

ბ) კონკურსანტების განცხადების მიღებას;

გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;

ვ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.

3. სამდივნოს შემადგენლობასი შედიან: სამდივნოს უფროსი, უფროსის მოადგილე და წევრები, რომელთა შემადგენლობას გადაწყვეტილებით ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე;

4. სამდივნოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე;

5. აპარატის შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ადამიანის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახურის თანამშრომლები.

6. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი

7. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას.“

2. დადგენილების დანართ №1-ის  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,4.კანდიდატს უფლება აქვს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.

3. დადგენილების დანართ №1-ის  მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3 კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.“

4. დადგენილების დანართ №1-ის  მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. წერითი დავალების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს  კონკურსის გამოცხადებისთანავე ადგენს და ამტკიცებს კომისია.

3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი.“

5. დადგენილების დანართ №1-ის  მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. ტესტირების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს კომისია.

3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელი მინიმალური ზღვარი.“

6. დადგენილების დანართ №1-ის  მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,მუხლი 17. გასაუბრება

1.საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი ღირსებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების (ინტერვიუს) გზით.

2. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმა  საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სამართლებრივი აქტების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.

3. კომისიის წევრები ვალდებული არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №2-ში მოცემული შეფასების სქემა.“

7. დადგენილების დანართ №1-ის  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებების გათვალისწინებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

ა) წარდგენილ იქნას კანდიდატი დასანიშნად;

ბ) უარი ეთქვას კანდიდატს დასანიშნად წარდგენაზე;“

8. დადგენილების დანართი №2  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია



დანართი №2
კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა
 

კანდიდატთა შეფასების ფორმა

_____ /___/201   წ_____ : _____ სთ

აპლიკანტი:______________________________________________________   

პირადი N:   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

N

 

კითხვები ზოგადი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ

 

კითხვის მიზნები

სუსტი

 

საშუალო

 

ძლიერი

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

·    

 

 

 

·    

 

 

 

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

·    

 

 

 

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

·    

 

 

 

 

 

2

 

·    

 

 

 

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

 

კითხვები საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სამართლებრივი აქტებიდან

 

3

·   კითხვა:

 

 

 

 

4

·   კითხვა:

 

 

 

 

5

·   კითხვა:

 

 

 

 

6

·   კითხვა:

 

 

 

7

·   კითხვა:

 

 

 

8

·   კითხვა:

 

 

 

 

შემფასებელი:             _________________________________      /                             /

ინდივიდუალური შეფასებისას გამოიყენება: ,,+“, ,,-”,  ,,√“.