ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.05.2015
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 1 მაისი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის (შემდგომში ,,ვებგვერდი“) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.zugdidi-sakrebulo.ge
მუხლი 2🔗.
ვებ-გვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება;
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებ-გვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგ-ვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზრუნველოყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებას.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
1. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) თვითმმართველობა;
დ) საჭირო ინფორმაცია;
ე) კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი;
ბ) სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
გ) ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით);
დ) ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები);
ე) ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები);
ვ) ინფრასტრუქტურა;
ზ) კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები);
თ) განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები); ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დამხარების სადგურები, აფთიაქები);
2. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა) საკრებულო:
ა.ა) თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.ბ) მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);
ა.დ) საკრებულოს ფრაქციები;
ა.ე) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ვ) საკუთრების უფლების აღიარების კომისია (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ზ) აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ა.თ) ანგარიში.
ბ) სამართლებრივი აქტები:
ბ.ა) კანონმდებლობა (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები;
ბ.ბ) დადგენილებები;
ბ.გ) საკრებულოს განკარგულებები;
ბ.დ) ნორმატიული აქტების პროექტები ( საკრებულოს დადგენილებათა პროექტები);
გ) ბიუჯეტი;
დ) მუნიციპალური პროგრამები;
ე) აუქციონები და კონკურსები:
ვ) ვაკანსიები.
3. საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები.
4. კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ვებგვერდის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.