⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2017)
გაუქმებულია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2015
ძალის დაკარგვა 10.03.2017
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,173 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2015 მიღება
10.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 4 მაისი დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  სოციალურად დაუცველ  და  მძიმე  ეკონომიური  პირობების  მქონე  მოქალაქეებზე  მატერიალური დახმარების  გაცემის  წესი (დანართი №1) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე  დანართი №1  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  სოციალურად დაუცველ  და  მძიმე  ეკონომიური  პირობების  მქონე  მოქალაქეებზე  მატერიალური დახმარების  გაცემის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ   სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესს. მუხლი 2🔗.   დახმარების გაცემის სახეები და ოდენობა 1. დახმარების  სახეები და ოდენობა: ა) ოპერაციისათვის - 700 ლარამდე;  ბ) სამედიცინო გამოკვლევებისთვის - 500 ლარამდე; გ)  მედიკამენტების შესაძენად - 100 ლარამდე (მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაა 57000-დან 70000-მდე), გამონაკლისის სახით, ბრონქიალური ასთმით, პარკინსონიზმით, ეპილეფსიით დაავადებულთათვის  - 200 ლარამდე;   დ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება)  - 700 ლარამდე;   ე) გარდაცვლილი ომის ვეტერანების  და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის  ხარჯების ასანაზღაურებლად - 250 ლარი;  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:  ა) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში _ 100 ლარი;  ბ) მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 200 ლარი; გ) მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 300 ლარი; დ)  მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 400 ლარი; ე)  მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 500 ლარი; ზ) მეექვსე და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადებისას - 800 ლარი. 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს რომლებიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ არიან ჩართული სახელმწიფო პროგრამაში, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად წელიწადში - 2000 ლარი. 4. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთჯერ  -100 ლარი. 5. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების ფინანსური დახმარება ყოველთვიურად -100 ლარის ოდენობით  და ლეიკემიით დაავადებულთათვის  წელიწადში - 600 ლარის ოდენობით . 6. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 57 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის  წევრს დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად - 200 ლარი. 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეებს  და უსინათლო მოქალაქეებს -  30 ლარი  ყოველთვიურად კომუნალური ხარჯების დასაფარავად . 8.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხელმოკლე ოჯახების  ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 40 000-ს. 9. სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხის კატეგორიები და დახმარების ოდენობა:   დაზიანების ხარისხის შეფასების კატეგორიებია: ა)  I  კატეგორია - სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ბ) II კატეგორია- სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად  გამოუსადეგარია, საცხოვრებელი სახლი  აღდგენას არ ექვემდებარება, გ) III კატეგორია - სახლი დაზიანებულია  სტიქიური  მოვლენების  შედეგად, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ  და საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება, დ) IV კატეგორია - სახლი საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და დამხმარე შენობა-ნაგებობების განადგურების შედეგად მოქალაქეს  მიყენებული აქვს  განსაკუთრებით დიდი ზარალი. 10. დახმარების ოდენობა კატეგორიების მიხედვით: ა)  პირველი კატეგორია  –1 500 ლარამდე; ბ) მეორე კატეგორია  – 300 ლარიდან  1000  ლარამდე; გ) მესამე კატეგორია  –  200 ლარიდან  500 ლარამდე; დ) IV კატეგორია  1000 ლარამდე. მუხლი 3🔗. ფულადი დახმარების მისაღებად  საჭირო დოკუმენტაცია სამედიცინო  მომსახურებისათვის (ოპერაცია, მშობიარობა, მკურნალობა,  გამოკვლევა) დახმარების დასაფინანსებლად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ჯანმრთელობის ცნობა; დ) ანგარიშფაქტურა; ე) კალკულაცია; ერთჯერადი ფინანსური დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ; დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ოჯახის სარეიტინგო ქულების შესახებ. მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ჯანმრთელობის ცნობა; დ) ანგარიშფაქტურა; ე) კალკულაცია; ვ) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი  ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი; ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის  შესახებ; თ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ. გარდაცვლილი დევნილის ან სამამულო ომის ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ომის მონაწილის მოწმობის ასლი; ე) დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან; ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება;  ბ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის  შესახებ; ვ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ; ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის  ასლი. 6. ახალშობილის ოჯახმა (მშობელმა), რომელიც რეგისტრირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  დახმარებისათვის    უნდა წარმოადგინოს: ა)  განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი); დ) ახალშობილის რეგისტრაციის ბარათის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის  ნომერი. 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები: ა)  პირადობის მოწმობის ასლი; ბ)  საბანკო  ანგარიშის  ნომერი; გ)  გამგებლის  წარმომადგენლის  შუამდგომლობა. მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების თაობაზე  შემოსული განცხადებების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ   სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებებს მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი   მუდმივმოქმედი  კომისია. მუხლი 5🔗. კომისიის უფლებამოსილება კომისიას უფლება აქვს: 1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები  თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე და დახმარების ოდენობაზე  იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ სამედიცინო ან ფინანსურ დახმარებას . 2. ერჯერადი  მატერიალური ( ფინანსური) დახმარება გამონაკლის შემთხვევაში წლის განმავლობაში გასცეს  განმეორებით იმ შემთხვევაში თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სიცოცხლისათვის  საშიშს   წარმოადგენს. 3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კომისიის წევრებმა აუცილებლობის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება მოქალაქის მკურნალობის, ოპერაციის და მედიკამენტების  დასაფინანსებლად სამედიცინო დაწესებულებაში საგარანტიო წერილის გაგზავნის თაობაზე. 4. მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების  შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული, შესაბამისი საბუთების საფუძველზე სტიქიით დაზარალებულთა და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, კომისიის მიერ მინიჭებული დაზიანების ხარისხის შეფასების კატეგორიების მიხედვით. აგრეთვე გამონაკლისის სახით სტიქიით  დაზარალებული და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე  ოჯახებისათვის დახმარების ორმაგ ოდენობამდე  გაცემაზე. 5. უზრუნველყოს საგარანტიო წერილებში მითითებული ვადების დაცვა თანხის ჩარიცხვაზე. 6. უზრუნველყოს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირება ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან გადარიცხული თანხის შესაბამისად შესრულებული სამედიცინო მომსახურების  შესახებ ინფორმაციის მიღება . 7.  შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახის დახმარებების გასაწევად კერძოდ : ა)  ომის ვეტერანების; ბ)  ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეების; გ)  9 აპრილს დაზარალებულების; დ)  უდედმამო ბავშვების; ე)  მრავალშვილიანი ოჯახების (4 შვილიდან ზემოთ); ვ)  იძულებით გადაადგილებული პირების; ზ)  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების. 8. კომისიამ ინდივიდუალური განხილვის რეჟიმში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება   მედიკამენტების და ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის  შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე. 9. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,  სხვა რომელიმე წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტი. მუხლი 6🔗.  კომისიის  თავმჯდომარე  და  წევრები 1. კომისიის თავმჯდომარე - უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის მოწვევას თვეში ერთხელ,  საჭიროების შემთხვევაში _ თვეში რამდენჯერმე. 2. კომისიის წევრები - გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფენ მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და დაკმაყოფილებას. მუხლი 7🔗. კომისიის  სხდომის  ოქმი 1. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა,  კომისიის დღის წესრიგის საკითხები, წამოყენებული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილება.  სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე,  კომისიის მდივანი და წევრები. 2. კომისიის სხდომის ოქმი ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში მოქალაქეთა  განცხადებებთან  და ბრძანების  პროექტთან  ერთად  იგზავნება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგებელთან.