ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 01.05.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2015 წლის 1 მაისი
ქ. გორი
ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის 1 (ერთი) ფურცლად).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი №1
ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების
გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის
საფასურის ზედა ზღვარი
1.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) 1 საათამდე პერიოდი – 30 (ოცდაათი) თეთრი;
ბ) 3 საათამდე პერიოდი – 70 (სამოცდაათი) თეთრი;
გ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათამდე პერიოდი – 30 (ოცდაათი) თეთრი;
დ) 1 დღე – 1,5 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;
ე) 7 დღე – 4 (ოთხი) ლარი;
ვ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი;
ზ) 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი;
თ) 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.
2.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) ტაქსებისათვის:
1. 10 დღე – 10 (ათი) ლარი;
2. 30 დღე – 20 (ოცი) ლარი.
ბ) სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის:
1. 1 დღე – 2 (ორი) ლარი;
2. 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;
3. 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
4. 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.