საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება

მიღების თარიღი 03.10.2014
ძალაში შესვლა 01.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №5/17
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016328
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
matsne.gov.ge 938 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2014 მიღება
01.05.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საქართველოს მთავრობის სახელით მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით
_________________________ _________________________
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ფილიპ მოლდოვას რესპუბლიკის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 22.10.2025 „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 89% 01.04.2023 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 07.11.2014 ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 13.05.2016 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 29.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც “მხარეები”, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დადებითად განვითარებას, რაც გაძლიერებულია მაღალი დონის ვიზიტებით და  ადასტურებს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კავშირების გაძლიერების ხელშეწყობის მიმართ ორმხრივ ინტერესს, ითვალისწინებენ რა, რომ ორივე მხარეს, როგორც კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ტექნოლოგიების და მომსახურების მიწოდების მონაწილეებს, განზრახული აქვთ დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, აღიარებენ რა კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ორ მხარეს შორის არსებული კავშირების ხელშეწყობის საჭიროებას ორივე მხარის არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, აღიარებენ რა კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ორ მხარეს შორის ინტენსიური ვაჭრობის პოტენციალს, აქვთ რა კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების, ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი ინიციატივების და ბაზრების ზრდის ორმხრივი ინტერესი, სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურებებში, რომელიც ეხება სახელმწიფო საკომუნიკაციო სივრცეს, გამოიყენონ არსებული საერთაშორისო ინსტიტუტების რეგულაციები და მხედველობაში იღებენ კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია ორ მხარეს შორის ბიზნეს პარტნიორობის გაღრმავება თანხმდებიან შემდეგ ხელშეკრულებზე: მუხლი 1🔗 თანამშრომლობის მიზნები ამ ხელშეკრულების მიზანია ორ მხარეს შორის თანამშრომლობის დამყარება მათი ძალისხმევის, ასევე ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების გაერთიანებისთვის, რომლის საბოლოო მიზანია ტექნოლოგიური თანამშრომლობის და ინოვაციური საქმიანობების განვითარება, ასევე დახმარების, საკონსულტაციო და ტექნიკური ტრენინგის მომსახურების განვითარება, რომლებიც მიმართულია კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სპეციალიზებული ადამიანური რესურსების ფორმირებაზე. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის სფეროები 1. ორ მხარეს შორის ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება შემდეგი სფეროებით: a)      კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, ორივე მხარის მიერ კონსულტაციებისა და ერთობლივი ექსპერტიზის ორგანიზება; b)      კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში რეგულაციების, სტანდარტიზაციის და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების, ასევე ახალი ტექნიკური საშუალებების და ტექნოლოგიების შესახებ მონაცემების გაცვლა; c)      ორივე მხარის სახელმწიფოში ინვესტიციების სტიმულირება კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; d)      ერთობლივი პროექტების საფუძველზე კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი სამუშაო ჯგუფების განვითარება თითოეული მხარის სახელმწიფოში ან მესამე ქვეყნებში, ორმხრივად მისაღები პირობების შესაბამისად; e)      ორივე მხარის სახელმწიფოში დაინტერესებული კომპანიების მხარდაჭერა მათ პარტნიორულ საქმიანობაში; f)       ტრენინგი კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; g)      ადამიანური რესურსების განვითარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში  განათლების და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განავითარების მიზნით; h)      თითოეული მხარის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებში, ერთობლივ ფორუმებში და საერთაშორისო ღონისძიებებსა და ბაზრობებში მონაწილეობის ორგანიზება და ხელშეწყობა; i)        ელექტრონული მომსახურებისთვის (ელექტრონული მომსახურება, ელექტრონული მედიცინა, ელექტრონული ვაჭრობა, ელექტრონული მთავრობა) მონაცემების გაცვლის საჭიროების შესახებ ინფორმირება, ამ საჭიროების იდენტიფიცირება  და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოება. j)        საერთაშორისო ორგანიზაციებში ორმხრივი მხარდაჭერა, ორივე მხარის სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დამთხვევის შემთხვევაში k)      გამოცდილების გაზიარება საინფორმაციო საზოგადოების განსავითარებლად, ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული დოკუმენტების მიმოცვლის, ელექტრონული კომერციის, საჯარო შესყიდვების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმატიზაციის და დისტანციური კონსულტაციების და სწავლებების, გადასახადების გადახდების, პროდუქციის  ხარისხის მართვის და კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  სტანდარტიზაციის გამოყენება; l)        ინფორმაციული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება; m)    მხარეებს მიერ წვლილის შეტანა  ელექტრონული კომუნიკაციების ტრაფიკის და წერილობითი კორესპონდენციების, ამანათების, საერთაშორისო ექსპრეს საფოსტო გზავნილების გაცვლის, საფოსტო ფულადი გზავნილების განვითარებაში, ასევე აუცილებელი ზომების გატარება, რომ გაუმჯობესებული იქნეს  საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირების ფორმები  და გზავნილის სწრაფი მიტანის  მეთოდები  და უზრუნველყოფილი იქნეს საფოსტო და ფულადი გზავნილების ერთიანობა. n)      კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პროგრამების შესრულებასა და ტექნიკურ-სამეცნიერო პარკების დაარსების მიმართულებით თანამშრომლობა. 2. ერთობლივ ინტერესებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები განხორციელდება ამ ხელშეკრულების ფარგლებში და დარეგულირდება უფრო  კონკრეტული შეთანხმებებით. ასეთი კონტრაქტებით/შეთანხმებებით განისაზღვრება ხარჯებთან და ინვესტიციებთან, კონფიდენციალობასთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, ასევე სხვა დეტალები, რომელთა საფუძველზედაც ნათლად განისაზღვრება ორივე მხარის რესურსების და სარგებელის წარმოშობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დროს სამუშაო ენა იქნება ინგლისური. მუხლი 3🔗 დაფინანსება და რესურსები 1 ამ ხელშეკრულების შესაბამისად თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელება დაექვემდებარება მხარეების ფინანსებზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობას. 2 თანამშრომლობის ღონისძიებების ხარჯები განაწილდება ორმხრივი წერილობითი  შეთანხმების საფუძველზე.  მუხლი 4🔗 პასუხისმგებელი ორგანოები შეთანხმების შესრულებაზე უფლებამოსილი პასუხისმგებელი ორგანოები არიან: -           საქართველოს მთავრობის მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო -           მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან – კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო მუხლი 5🔗 ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული პროექტიდან წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები შეთანხმდება ნათლად, დამატებითი დოკუმენტების მეშვეობით, რომლებიც ხელმოწერილი იქნება თითოეული ორმხრივი პროექტის დაწყების დღეს. მუხლი 6🔗 ინფორმაციის კონფიდენციალობა არც ერთი მხარე არ გაუმჟღავნებს ან არ გადასცემს მესამე მხარეს მისთვის მეორე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების შესაბამისად თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელებისას გადაცემულ ნებისმიერ კონფიდენციალურ ინფორმაციას, მეორე მხარის მიერ ინფორმაციის გარკვეული მოცულობით გადაცემის წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 7🔗 ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა 1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის, მხარეთა მიერ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. ხელშეკრულება იდება ოთხი (4) წლის ვადით და ავტომატურად განახლდება მომდევნო ოთხწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლება მეორე მხარის წერილობითი შეტყობინებიდან ექსვი (6) თვის შემდეგ. მუხლი 8🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე ხელშეკრულებაში, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შედის ხელშეკრულების მე–7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 9🔗 დავების რეგულირება ნებისმიერი და ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის მეგობრული კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 10🔗 დასკვნითი დებულებები ამ ხელშეკრულების დებულებები გავლენას არ მოახდენს ორივე მხარის უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც წარმოიშვება მსოფლიო საფოსტო კავშირის, უნივერსალური საფოსტო კონვენციის და საფოსტო საგადახდო მომსახურების შესახებ შეთანხმების,  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის კონსტიტუციის, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის კონვენციის და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციების ან ამ ორგანიზაციების სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების შესაბამისად, ისევე როგორც უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც გამომდინარეობს ძალაში მყოფი სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან. ხელმოწერილია ქ. თბილისში 24.09.2014 და ქ. კიშინეუში 03.09.2014 ორ დედნად, ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით _________________________ _________________________ დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ფილიპ მოლდოვას რესპუბლიკის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი