საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.1997
ძალის დაკარგვა 31.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1016
სარეგისტრაციო კოდი 300.020.000.05.001.000.280
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,260 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.1997 მიღება
31.07.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.75pt 56.8pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის (შემდგომ – ინდიკატური გეგმა) დამუშავების მიზნებს, ამოცანებს, საერთო წესს, შემადგენლობასა და შინაარსს.     მუხლი 1🔗. ინდიკატური დაგეგმვა 1. ინდიკატური დაგეგმვა არის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივების მახასიათებელ მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) და მათი განხორციელების ღონისძიებათა სისტემის ფორმირების პროცესი. 2. ინდიკატური გეგმა სარეკომენდაციო ხასიათისაა, განსაზღვრავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, ამოცანებს, მიმართულებებს, მათი რეალიზების გზებსა და მეთოდებს, ინდიკატური გეგმის პროექტი (წინასწარი საპროგნოზო გაანგარიშებები) კი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირების ერთ-ერთი საფუძველია. 3. ინდიკატური გეგმა მუშავდება ეკონომიკის სფეროების მიხედვით და დარგობრივ ჭრილში საქართველოს სამინისტროების, უწყებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების, ტერიტორიული და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული დარგებისა და ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამებისა და წინადადებების გათვალისწინებით. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამებს შეიმუშავებენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთო მეთოდური ხელმძღვანელობით. 5. ინდიკატური გეგმა შეიძლება დამუშავდეს მოკლე (ერთწლიანი), საშუალო (5-წლიანი) და გრძელვადიანი (10-20-წლიანი) პერიოდისათვის. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41     მუხლი 2🔗. ინდიკატური გეგმის შემადგენლობა 1. ინდიკატური გეგმა შედგება ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციის, პროგნოზის და საგეგმო-მარეგულირებელი (ეკონომიკური რეგულატორების სისტემა) ნაწილებისაგან. 2. ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციაში ყალიბდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები, განისაზღვრება მათი შესრულების ღონისძიებები და პირველ რიგში გადასაწყვეტი ამოცანები. იგი, როგორც წესი, გრძელვადიან პერიოდს მოიცავს და აუცილებელი არ არის ყოველ ინდიკატურ გეგმაში, განსაკუთრებით კი წლიურ გეგმაში აისახოს. 3. ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებში განისაზღვრება წარმოებისა და სოციალური სფეროს განვითარების ტენდენციები, პერსპექტივები და ვარიანტები არსებული მდგომარეობის ანალიზის, რესურსების პოტენციალისა და საგარეო ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. 4. ეკონომიკური რეგულატორების სისტემა შედგება სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისაგან, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ზემოქმედებს ეკონომიკაზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციასა და პროგნოზებში დასახული მიზნების მისაღწევად.     მუხლი 3🔗. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები 1. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები (საპროგრამო წინადადებები) სახელმწიფოს სტრუქტურული პოლიტიკის რეალიზაციისა და ეკონომიკურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების საშუალებაა. 2. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები მუშავდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად მოცემული ეტაპისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. პროგრამის დამუშავების ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტრო ან უწყება, აფხაზეთისა ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭო, ტერიტორიული მართვის ორგანოები, სამეცნიერო ან სხვა დაწესებულება და ორგანიზაცია. მომდევნო წლის ინდიკატური გეგმის პროექტის წინასწარ საპროგნოზო გაანგარიშებებში ჩასართავად ინიციატორი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პროგრამას წარუდგენს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 მარტისა. 3. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა უნდა მოიცავდეს დასახელებას, ძირითად არსს, მიზნებს და ამოცანებს, პროგრამის ობიექტის მდგომარეობას, პროგრამის მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტს, საჭირო ინვესტიციებს წლების მიხედვით და მათ სავარაუდო წყაროებს, პირველი და სრული შედეგების მიღების ვადას, პროგრამის რეალიზაციის მარკეტინგულ სტრატეგიასა და რისკის შეფასებას, საფინანსო გეგმის ელემენტებს, პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირების სიას და სხვა აუცილებელ ინფორმაციას. 4. პროგრამას სრულად ან ნაწილობრივ, როგორც წესი, აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოცემული პერიოდის მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიღებული პროგრამების საფუძველზე, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შეადგენს პირველ რიგში სარეალიზაციო პროგრამების ჩამონათვალს და მოკლე ანოტაციებთან ერთად დაურთავს მომდევნო წლის ინდიკატური გეგმის პროექტის წინასწარ საპროგნოზო გაანგარიშებებს–შემდგომში მათი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში გასათვალისწინებლად. 6. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მიმართულებების დამუშავებისას შეარჩევენ და გაითვალისწინებენ იმ პროგრამებს, რომელთა რეალიზაციაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია მომდევნო წლიდან. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41     მუხლი 4🔗. ინდიკატური გეგმის დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტთან ინდიკატური გეგმის კონცეფციური, საპროგნოზო და საპროგრამო ნაწილები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის ბიუჯეტის შემოსავალს და ხარჯებს. ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯების, მათ შორის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად აუცილებელი სახსრების ფორმირება ხდება ინდიკატური გეგმის პროექტის წინასწარი საპროგნოზო გაანგარიშების საფუძველზე, რომელიც უნდა დამუშავდეს ერთი თვით ადრე მაინც საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მიმართულებების წარდგენამდე.     მუხლი 5🔗. ინდიკატური გეგმის შემუშავების ორგანიზაცია და ვადა 1. ინდიკატური გეგმის შემუშავებას საერთო ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. 2. გადაწყვეტილებას გრძელვადიანი ინდიკატური გეგმის შემუშავების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მისი საპრეზიდენტო პროგრამის შესაბამისად მუშავდება ხუთწლიანი ინდიკატური გეგმა. 3. ყოველწლიური ინდიკატური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება მის მიერ პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41     მუხლი 6🔗. ინდიკატური გეგმის განხილვა-დამტკიცება 1. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმა განიხილება მთავრობის სხდომაზე და მას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საგეგმო წლის დაწყებამდე. 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებამდე საშუალო და გრძელვადიან ინდიკატურ გეგმებს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და დასკვნას რეკომენდაციის სახით წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.     მუხლი 7🔗. ინდიკატური გეგმის შემუშავების ინფორმაციული უზრუნველყოფა 1. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის შესადგენად აუცილებელ მასალებს წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად დამუშავებული ფორმების, მაჩვენებლებისა და წესის მიხედვით, ხოლო სტატისტიკურ ინფორმაციას – სახელმწიფო სტატისტიკისა და უწყებრივი სტატისტიკის ორგანოების მიერ განსაზღვრული მაჩვენებლების მიხედვით. 2. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროცესების ყოვლისმომცველი ანალიზის მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მისივე მოთხოვნით წარედგინება ინფორმაცია ინდიკატური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებაც. 3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვა უმაღლესი სახელმწიფო და შესაბამისი ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან დაინტერესებულ საწარმოებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს გააცნონ მათი განვითარებისათვის საჭირო ინფორმაცია და გაუწიონ მეთოდური დახმარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41     მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მონაცემთა მიუწოდებლობისა და დამახინჯებისათვის პასუხისმგებლობა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მასალების მიუწოდებლობის ან დამახინჯებული მონაცემების მიწოდებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) 1994 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №№ 21-22, მუხ. 443); ბ) საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 11 ოქტომბრის №564-Iს დადგენილება „ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №№21-22, მუხ. 444); გ) „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 30 მარტის №264 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 – „საქართველოს რესპუბლიკის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და იმ სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის წესი, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკა“ (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993 წლის მარტი); დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 20 ივლისის №425 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1995 წლის ივლისი); ე) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 ოქტომბრის №651 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1995 წლის ოქტომბერი). საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 28 ოქტომბერი. №1016–Iს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 2. ძალადაკარგულია - საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3490 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.245