მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2015
ძალაში შესვლა 01.06.2015
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N43 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №137 დადგენილების „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2015 წლის 4 მაისი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებული მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებემოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბერის №29 დადგენილების გათვალისწინებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს სხდომების, რიგგარეშე სხდომებისა და კომისიების მუშაობაში არასაპატიო მიზეზით მონაწილეობას არ მიიღებს ერთი თვის განმავლობაში, შეუმცირდეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაწესებული ხარჯი 30%-ით, ხოლო განმეორებით, შემდეგი თვის საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაში, ყოველთვიური უფლებამოსილების განხორციელებისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობით, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი