შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2013
ძალაში შესვლა 01.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს
მთავრობის სახელით
ხელმოწერილია
ნომერი №178/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია | ჩილეს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის
დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების
მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ
საქართველოს მთავრობა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი),
სურთ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების გაძლიერება;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არა უმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პერიოდის გაგრძელებაზე თანხმობა გაიცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 2🔗
1. თითოეული მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც დანიშნულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებებში შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, დარჩნენ და დატოვონ მიმღები ქვეყანა მათი დანიშვნის პერიოდში.
2. ანალოგიური წესი ვრცელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.
3. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მოქალაქეთა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინასწარ დაგეგმილი შესვლის შესახებ.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან ვალდებულნი არიან დაიცვან მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა დიპლომატიური აკრედიტაციის შესახებ.
მუხლი 3🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, ვალდებულნი არიან პატივი სცენ მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 4🔗
თითოეული მხარე, უფლებას იტოვებს დისკრეციულ საფუძველზე უარი უთხრას თავის სახელწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე, იმ კონკრეტულ პირს, რომლის შესვლა მის სახელმწიფოში მიჩნეულია არასასურველად.
მუხლი 5🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
მუხლი 6🔗
1. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან ამ შეთანხმების პირველ მუხლში მითითებული მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ერთ-ერთი მხარე შეიტანს ცვლილებებს ამ შეთანხმების პირველ მუხლში მითითებულ პასპორტების ნიმუშებში ან შემოიღებს ახალ პასპორტებს, მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიაწვდიან ერთმანეთს ამ ახალი პასპორტების ნიმუშებს, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
მუხლი 7🔗
1. თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
2. ამ შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით და შედის ძალაში ამგვარი შეტყობინების მიღების შემდეგ.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და გადაადგილებას, თუ მისი დებულებები აუარესებს ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის პირობებს.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ეს შეთანხმება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების საშუალებით შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომდევნო თვის პირველ დღეს მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მეორე წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ.
შესრულებულია ქ. სანტიაგოში, 2013 წლის 17 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
ხელმოწერილია
ჩილეს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
ხელმოწერილია