ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.143.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციციპალიტეტის სოფლების: ახალთერჯოლა, ბოსელა(ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეული); ბროლიქედი, გოდოგანი, ნაგარევი, ჭალასთავი (გოდოგანის ადმინისტრაციული ერთეული);ახალუბანი, ეწერი (ეწრის ადმინისტრაციული ერთეული); დელტასუბანი, ზედა საზანო, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი(ზედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული); კვახჭირი, ოდილაური,სარბევი (კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეული); ოქონა, ძევრი, სეფარეთი(ძევრის ადმინისტრაციული ერთეული); ჭოგნარი(ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეული), სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2015 წლის 4 მაისი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოტექმომსახურების ) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს კანონი ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განაშენიანების რეგულირების გეგმისა და დატვირთვის ინტენსივობიდან გამომდინარე ხაშურში: ბორჯომის, შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, იმერეთის, ლესელიძის, 9 აპრილის, ფარნავაზის, გალაკტიონ ტაბიძის, თევდორე მღვდლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას, გიორგი სააკაძის, თამარ მეფის, კარლო ტაბატაძის, ნიკო ლომოურის, 26 მაისის, ნოდარ დუმბაძის, ვაჟა-ფშაველას, იური გაგარინის, ვახტანგ გორგასალის, დემეტრე თავდადებულის, გორის ქუჩებზე და დაბა სურამში: შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, გრიგოლ სურამელის, თამარ მეფის და მათთან შემაერთებელი ქუჩების ფეხით სავალი ნაწილიდან 20 (ოცი)-მეტრის დაშორებით ავტოსამრეცხაოების და ავტოტექმომსახურების ობიექტების მშენებლობები განხორციელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული თან დართული სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით (დანართი №1- ობიექტების განლაგების გეგმა, თან ერთვის 1 ფურცლად, დანართი №2 - სალექარის გეგმა, თან ერთვის 1 ფურცლად და დანართი №3 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თან ერთვის 1 ფურცლად);
მუხლი 2🔗
არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ფუნქციურად გამოიყენება ავტოსამრეცხაოებად და ავტოტექმომსახურების დანიშნულებით და მათზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვები ავტოსამრეცხაოების ან ავტოტექმომსახურების ფუნქციური დატვირთვით, დადგენილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში მოხდეს მათი რეკონსტრუქცია დანართი №1-ის და №2-ის შესაბამისად და მშენებლობის ნებართვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვალოს როგორც უკანონო მშენებლობა.
მუხლი 3🔗
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა მეორე კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე, მშენებლობა განხორციელდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების 66-ე მუხლის შესაბამისად, სამშენებლო ნორმებისა და სანიტარული წესების სრული დაცვით.
მუხლი 5🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის დროებით შენობაზე-ნაგებობაზე და სხვა კონსტრუქციული ელემენტის მქონე შენობა-ნაგებობაზე. მიუხედავად იმისა, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსოდ თუ სხვა დანიშნულებით.
მუხლი 6🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).
მუხლი 7🔗
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
მუხლი 8🔗
შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე ან გზაზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორს არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ ასაშენებელ შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცეს) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
მუხლი 9🔗
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სკვერებსა და პარკებში დადგენილების ამოქმედებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მოხდეს უკანონო და უსახური ჯიხურების, შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
მუხლი 10🔗
ხაშურის, დაბა სურამის და სხვა დასახლებულ პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის დაუცველობა, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, სავაჭრო ობიექტებისათვის მიმაგრებული ან/და მიმდებარე ტერიტორიის მოუვლელობა, მასზე სამშენებლო ან სხვა ნარჩენების თვითნებური დაყრა გამოიწვევს საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 148-ე მუხლით პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
მუხლი 11🔗
საქართველოს მთავრობის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 5 წლის განმავლობაში 2019 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებზე, როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირებმა (სკოლები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ობიექტები, საავადმყოფოები, პოლიკლინიკები) მოაწყონ პანდუსები.
მუხლი 12🔗
მცირე მდინარეთა წყლის რესურსების სისუფთავის შესანარჩუნებლად (მათი დაბინძურებისაგან დასაცავად, მოლამვისა და დაშრეტისაგან) აიკრძალოს ნებისმიერი სახის მშენებლობა მდინარე შოლის წყალდაცვითი ზოლის (ზონის) ფარგლებში, კალაპოტის ორივე მხარეს 10 მეტრში, მდინარე სურამულას წყალდაცვითი ზოლის (ზონის) ფარგლებში კალაპოტის ორივე მხარეს 20 მეტრში და მდინარე ჭერათხეულას წყალდაცვითი ზოლის (ზონის) ფარგლებში კალაპოტის ორივე მხარეს 30 მეტრში.
მუხლი 13🔗
დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოგასამართი, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 მაისის №19 დადგენილება.
მუხლი 14🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
.
.
დანართი№3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი N0000000
-----------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
___ __________________ 20___ წ. _______ _________ სთ
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო)
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა _______________________________________________________________________________________________________ (ოქმის შემდგენლის სამსახურის დასახელება, თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)
მონაცემები დამრღვევის შესახებ ____________________________________________________________________________________________________ (მონაცემები სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი ან
___________________________________________________________________________________________________
მონაცემები სამართალდამრღვევი იურიდიული პირის შესახებ: იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)
ინფორმაცია ადმ. სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი)
_________________________________________________________________________________________________________
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
___________________________________________________________________________________________________
(მუხლი ან მუხლის ნაწილი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე (თუ არის): 1. _______________________________________________________ /__________________________/
2. ________________________________________________________ /__________________________/
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი N) /ხელმოწერა/
დაზარალებული (თუ არის): 1. __________________________________________/__________________________/
2.__________________________________________ /__________________________/
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.ადგილის მისამართი, პირადი N) /ხელმოწერა/
დამრღვევის ახსნა-განმარტება
_____________________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები _____________________________________________________________________________________________
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252–ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შსახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“
შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით
შენიშვნის შინაარსი:_____________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი:_______________________________________________________/________________________/
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ) (თარიღი)
ოქმის შემდგენელი:_________________________________________________________/________________________/
(სახელი და გვარი) (ხელმოწერა, თარიღი)