ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2015
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.107.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2015
matsne.gov.ge 526 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
საფინანსო ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე.
მუხლი 1
გადანაწილება
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
მუხლი 1
თანხების ასახვა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.04.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.02.2015 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.12.2017 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.02.2018 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 14.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2015 წლის 4 მაისი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესი. მუხლი 2🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. საფინანსო ორგანო – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე. 2. გადანაწილება – ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. თანხების ასახვა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა. მუხლი 2🔗 ეს წესი განსაზღვრავს: 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების მექანიზმს. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. თავი II ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელება მუხლი 3🔗 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა. მუხლი 4🔗 1. გადანაწილების უფლება აქვს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). მუხლი 5🔗 გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა მუხლი 6🔗 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. 2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო. მუხლი 7🔗 განსახორციელებელი ცვლილებები (თანხების ასახვა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ბიუჯეტში ცვლილების სახით) 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. თავი IV მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები მუხლი 8🔗 საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის II თავის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია. თავი V სხვა მარეგულირებელი ნორმები მუხლი 9🔗 1. გადანაწილების ან/და თანხების ასახვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა უნდა აცნობოს  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს  10  სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას  მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.