ა) სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;
ბ) იურიდიული მისამართი;
გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;
დ) წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;
ე) წევრის უფლება-მოვალეობები;
ვ) ორგანიზაციული სტრუქტურა;
ზ) ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;
თ) ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;
ი) ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;
კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;
ლ) საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
მ) სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.
2. წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობა