ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2015
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,148 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
საქმეთა დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196​1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.08.2015 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.05.2018 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.05.2018 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.03.2018 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43¹ და 43² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ   ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2015 წლის 4 მაისი დ. ჩხოროწყუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე4 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმის  ფორმა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს  გამოსაყენებლად  უვარგისი  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის ჩამოწერის აქტის  ფორმა  (დანართი №3). მუხლი 4🔗 დაევალოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების  შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №23 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ო ქ მ ი  № 201   წლის „-------------“ „----“                                 --------------------------------------------------- ოქმის შედგენის ადგილი      1. მე, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის ----------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------            თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი  შევადგინე აღნიშნული ოქმი   ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამართალდარღვევის  ჩადენის ადგილი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                         სამართალდამრღვევი  სუბიექტის იურიდიული მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამართალდარღვევის შინაარსი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------  რაც გათვალისწინებულია ----------------------------------------------------------------------------------                                      მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის  ახსნა- განმარტება:---------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. სამართალდამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. მე, --------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“. 4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით. ოქმი შევადგინე:                      -------------------------------------------------------- ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა ოქმს გავეცანი:                      --------------------------------------------------------                                                  სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა მოწმეები (დასწრების შემთხვევაში): ---------------------------------------     ------------------------------------------------------     ---------------       სახელი, გვარი                          მისამართი,  პირადობის მოწმობის  №       ხელმოწერა ---------------------------------------     ------------------------------------------------------     ---------------       სახელი, გვარი                          მისამართი,  პირადობის მოწმობის  №       ხელმოწერა დაზარალებულები (დასწრების შემთხვევაში): ---------------------------------------     ------------------------------------------------------     ---------------        სახელი, გვარი                          მისამართი,  პირადობის მოწმობის  №       ხელმოწერა ---------------------------------------     ------------------------------------------------------     ---------------        სახელი, გვარი                          მისამართი,  პირადობის მოწმობის  №       ხელმოწერა 5. ოქმის ასლი ჩავიბარე: ----------------------------------------------------------------------------------              ----------------------------------- სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №               სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის  შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე  უარის თქმის მოტივები. დამკვეთი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა შემსრულებელი: სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის წესების და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი პოლიგრაფიულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით). 2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6, და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის იმ სამსახურში, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება  შესაბამისი ოქმის შედგენა. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილი პირები ავსებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულებიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულები  (მათი არსებობის შემთხვევაში). 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №3 აქტი № დ. ჩხოროწყუ -------------- 201---- წლის ---------- „-----“ „----------------------“ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ № საქმეთა დასახელება რაოდენობა ოქმის  № 1 2 3 4             ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის უფროსი:                                                      /---------------------/ ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:                                                                         /---------------------/ ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:                                                                         /---------------------/