მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2015
ძალის დაკარგვა 12.04.2018
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საქმეთა დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 4 მაისი
დ. ჩხოროწყუ
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი№1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი№2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტი (დანართი№3).
მუხლი 4🔗
დაევალოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის რეგისტრაციის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №24 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა
დანართი №1
მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს
ს ა ნ ე ბ ა რ თ ვ ო მ ო წ მ ო ბ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამსახური
სამსახურის დასახელება
ნებართვა № ---------------------------
ნებართვის გაცემის თარიღი: ------------------------------------------------ 201 წელი
მშენებლობის დაწყების თარიღი: ------------------------------------------- 201 წელი
ნებართვა ძალაშია 201 წლის ---------------------------------------------------- დან
201 წლის -------------------------------------------------------------------------- მდე
დამკვეთი: -----------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი)
მშენებლობის ობიექტი: --------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი/ადგილმდებარეობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი)
პროექტი შეთანხმებულია: ----------------------------------------------------------------------------------
(შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი)
ნებართვა გაიცა: ----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------- მიერ.
(ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება)
ბრძანება --------------------------------------------------------------------------------------- 201 წელი
ნებართვაზე ხელმომწერი პირი: ----------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
--------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა)
სანებართვო პირობები: --------------------------------------------------------------------------------------

სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი: -------------------------------------
ბ. ა.
დამკვეთი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა
შემსრულებელი:
სფს-ს რეგისტრაციის № ---------------------
დანართი №2
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
სანებართვო მოწმობის აღწერილობა და მომარაგება
1. ნებართვები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები;
ა) ნომერი;
ბ) დამცავი ბადე;
გ) უხილავი საღებავი
2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს,რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
მუხლი 3🔗.
სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;
2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗.
სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს შესაბამისი ინდივიდიალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს შავი ფერის ბურთულიანი კალმით.
მუხლი 5🔗.
სანებართვო მოწმობის რეგისტრაცია
შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია ნებართვის გამცემს შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
მუხლი 6🔗.
სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში/მინდობილობა რჩება ადგილზე/.
3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
4. გაცემული სანებართვო მოწმობების ქსეროასლი დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ ინახება შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 7🔗.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური გასცემს დუბლიკატს.
2. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“, სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.
3. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 8🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი№3) მიხედვით,გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში;
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
ა ქ ტ ი №
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის---------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამსახურის დასახელება)
"--------" "------------------" 201 წ.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ.
№
საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ფორმის ექსკლუზიური ნომრები
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს
ფორმების გამოყენებასა და
აღრიცხვა ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: