„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №49/ნ |
|
2015 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15-მე-17 პუნქტები:
,,15. 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარის“ ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღება ჩაითვალოს გამოცხადებულად. 16. სპეციალურ პროგრამაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარის“ მიერ 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული ინფორმაცია ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარის“ ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ინფორმაციად. 17. 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარის“ ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული აპლიკანტები ჩაითვალონ ამავე კოლეჯის ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რეგისტრირებულებად." |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარის“ ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული აპლიკანტების ამავე კოლეჯის ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე განაწილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარს“ ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული აპლიკანტების ამავე კოლეჯის ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.016955.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №49/ნ, 20.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016955 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2832927/