„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 6 მაისი ქ. ოზურგეთი
|
1.
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
„3. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.248 ლარს.“
„4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2.496 ლარს.“
„5. საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგენს 24.96 ლარს.
|