„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 17 მარტის №01/19 ბრძანებაში შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკომონიკის მინისტრის
ბრძანება №01/28
2015 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 17 მარტის №01/19 ბრძანებაში შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკომონიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 17 მარტის №01/19 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 20/03/2015, 010320040.33.062.016077) დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს ჰიდროგეოლოგიური განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
7.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უცხო ენის ცოდნა
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა.
7.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I თავი);
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მურმან ფარფალია