აღსრულების ეროვნული ბიურო -ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1251 "მშენებელი -2000"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/ 1251

 

 

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლი 30 აპრილი

. ქუთაისი

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,მშენებელი-2000’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

 

 2012 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის დირექტორის ნოდარ თებიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.

 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის (ს/კ 248387455) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 2015 წლის 27 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს დისკოს დირექტორმა ზვიად კონცელიძემ და განმარტა, რომ მათ არაერთგზის მიმართეს შპს ,,მშენებლი 2000’’-ის მეურვეს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,მშენებლი 2000’’-ის კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

:

 

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,მშენებელი 2000’’-ის კრედიტორთა კრება 201 5 წლის 21 მაისს, 14:30 საათზე , დღის წესრიგით - კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილების შეტანა.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4 .განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                გენადი მაკარიძე