კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/88
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/88

2015 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა  №4).

გენერალური დირექტორი                                                  ნიკოლოზ ანთიძე

 

 

დანართი

 

N

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

 

 

 

კასპის მუნიციპალიტეტი სოფ. ხოვლე

 

არქიტექტურულ- მემორიალური

 

 

XIX ს.

 

 

 

წარჩეს ნათლისღების ეკლესია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გალის რაიონი, სოფ. წარჩე

 

არქიტექტურის

 

1893 წ.

 

3.

 

 

 

 

 

ჭუბურხინჯის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა,

გალის რაიონი, სოფ. ჭუბურხინჯი

 

არქიტექტურის

 

XIX ს.